აქტეონის კუნძულები
აქტეონის კუნძულები (ფრანგ. Groupe Actéon) — ჯგუფი, შემდგარი ოთხი ატოლისგან ტუამოტუს კუნძულების სამხრეთ ნაწილში (საფრანგეთის პოლინეზია), რომელიც გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 47 კმ-ზე. მდებარეობს დაახლოებით 225 კმ-ში კუნძულ მანგარევადან.
მშობ. სახელი: ფრანგ. Groupe Actéon | |
---|---|
აქტეონის კუნძულების განლაგება | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 21°17′ ს. გ. 136°29′ დ. გ. / 21.283° ს. გ. 136.483° დ. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 4 |
მთავარი კუნძული | მატურეივავაო |
ფართობი | 10,5 კმ² |
საფრანგეთი | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2007) |
გეოგრაფია
რედაქტირებაშედგება შემდეგი ატოლებისაგან:
№ | კუნძული | ფართობი, კმ² |
ლაგუნის ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2007) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
კოორდინატი |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ვაჰანგა | 3,8 | 12,6 | დაუსახლებელი | 21°19′ ს. გ. 136°39′ დ. გ. / 21.317° ს. გ. 136.650° დ. გ. | |
2 | მატურეივავაო | 2,5 | 18 | დაუსახლებელი | 21°29′ ს. გ. 136°24′ დ. გ. / 21.483° ს. გ. 136.400° დ. გ. | |
3 | ტენარარო | 2 | 1,6 | დაუსახლებელი | 21°18′ ს. გ. 136°45′ დ. გ. / 21.300° ს. გ. 136.750° დ. გ. | |
4 | ტენარუნგა | 2,2 | 5 | დაუსახლებელი | 21°21′ ს. გ. 136°32′ დ. გ. / 21.350° ს. გ. 136.533° დ. გ. | |
სულ | 10,5 | 37,2 | დაუსახლებელი |
ხშირად აქტეონის კუნძულებს ეძახიან მატურეივავაოს კუნძულებს ჯგუფის ყველაზე დიდი ატოლის პატივსაცემად, რომლის ფართობია 2,5 კმ².
ისტორია
რედაქტირებააქტეონის კუნძულები 1606 წლის 5 თებერვალს აღმოაჩინა წარმოშობით პორტუგალიელმა ესპანელმა ზღვაოსანმა, პედრო ფერნანდეს კიროსმა. მან აღწერა ისინი, როგორც ოთხი კუნძული დაფარული ქოქოსის პალმებით. ჩანაწერებში ისინი მოხსენებულია როგორც: «Cuatro Coronadas», «Cuatro Hermanas» (ოთხი და) და «Anegadas» (ჩაძირულები).
1983 წელს აქტეონის კუნძულები ძლიერ დაზარალდა ციკლონისგან.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციულად შედის კომუნა გამბიეს შემადგენლობაში.
მოსახლეობა
რედაქტირებაყველა კუნძული დაუსახლებელია (2007), თუმცა ხანდახან მათ სტუმრობენ მეზობელი ატოლების მოსახლეობა.