აქსისი (ცხოველი)
აქსისი (ლათ. Cervus axis) — ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 150 სმ-მდეა, სიმაღლე 100 სმ-მდე. იწონის 40 კგ-მდე. წითური ბალანი მრავალრიცხოვანი თეთრი ფორეჯებით აქვს მოხატული. ხარის რწების სიგრძე 100 სმ-მდეა. ფური ურქოა. გვხვდება ინდოეთსა და ცეილონში. ამჟამად აქსისთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, ზოგან სულ ამოწყვეტილია. ცხოვრობს ჯოგებად, იკვებება ბალახით, იშვიათად მერქნიანი მცენარეების ფოთლებითა და ნაყოფით. მაკეობა 7-8 თვე გრძელდება. შობს 1-2 ნუკრს.
აქსისი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cervus axis | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 41783 | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 40.