აქსაის XIX საუკუნის საფოსტო სადგური

აქსაის XIX საუკუნის საფოსტო სადგური (რუს. Аксайская почтовая станция XIX века) — არქიტექტურული კომპლექსი, მუზეუმი ქალაქ აქსაიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. შედის აქსაის სამხედრო-ისტორიული მუზეუმის შემადგენლობაში. მუზეუმი თანამშროლობს ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან. დამთვალიერებლებისათვის კითხულობენ ლექციებს ქალაქისა და დონის მხარის ისტორიის შესახებ, იმართება ექსკურსიები და სხვადასხვა ღონისძიებები[1].

აქსაის XIX საუკუნის საფოსტო სადგური
47°15′03″ ჩ. გ. 39°51′54″ ა. გ. / 47.25083° ჩ. გ. 39.86500° ა. გ. / 47.25083; 39.86500
დაარსდა 1992
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
დამაარსებლები ალექსანდრ სკრიპოვი
მდებარეობა აქსაი
დირექტორი ოლგა გრიგორენკო
Map

საფოსტო სადგური - ეს არის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც შედგება, როგორც საცხოვრებელი, ისე სამეურნეო ნაგებობებისაგან. მდებარეობს ქალაქ აქსაის ცენტრში მდინარე დონის ახლოს. მუზეუმი მუშაობს 1992 წლიდან და გააჩნია რამდენიმე მუდმივი გამოფენა. მუზეუმის შიდა ხედი მოგვაგონებს XIX საუკუნის ტიპურ საფოსტო სადგურს.

მუზემის ტერიტორიაზე მდებარეობს:

  • ფოსტის მეთვალყურის სახლი,
  • სასტუმროს შენობა,
  • ჭა,
  • ეტლების სარდაფი,
  • ფანჩატური დასვენებისათვის.

სადგური არის რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[2]. აქსაის საფოსტო სადგურში სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი, ალექსანდრე გრიბოედოვი, ლევ ტოლსტოი, პეტრე ჩაიკოვსკი, ნიკოლოზ რაევსკი და ძლიერი დეკაბრისტები[3].

მუზეუმის ცენტრალური გამოფენა „აქსაის ფოსტა“ ექსკურსანტებს აცნობს ქალაქის ფოსტის ისტორიას. ფოსტა აქ მუშაობდა XVIII საუკუნიდან და თანამედროვე ავტოსადგურის პროტოტიპი იყო. აქ მუდმივად შეეძლოთ ეტლების მიღება.

 
მანძილის მიმანიშნებელი ბოძი

მუზეუმის ტერიტორიაზე მუშაობს მუდმივი გამოფენები:

  • გამოფენა „აქსაის უძველესი წყაროები“, რომელშიც წარმოდგენილია მცენარეებისა და ცხოველების უძველესი ნაშთები, ასევე ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანებისა შუა საუკუნეების არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც აღმოჩენილია მდინარე აქსაის ხეობაში.
  • ეტლების სარდაფის შენობაში წარმოდგენილია XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ტრანსპორტის სახეები - ეტლები, ფაეტონები და მარხილები.
 
საფოსტო სადგურის კანტორა
  გარე სურათები
  ძეგლი „გადაკვეთა“

ყოველი წლის ივნისი პირველ შაბათს საფოსტო სადგურში იმართება „პუშკინის დღესასწაული“ 1820 და 1829 წლებში აქსაის საფოსტო სადგურში ალექსანდრე პუშკინის სტუმრობის აღსანიშნავად[4].

1941-1943 წლებში სტანიცა აქსაი ორჯერ დაიპყრეს გერმანელმა ოკუპანტებმა. აქ გაიმართა სასტიკი ბრძოლები. 1942 წელს 485-ე საარტილერიო პოლკის მე-3-ე საზენიტო დივიზიონმა მოახდინა მოსახლეობის ევაკუაცია მდინარე დონის საშუალებით. 1985 წელს ამ მოვლენის აღსანიშნავად მუზეუმის შესასვლელთან გაიხსნა ძეგლი „გადაკვეთა“, რომელიც წარმოადგენს სატვირთო მანქანას დაქანებულ კვარცხლბეკზე მდგომს. მანქანასთან ახლოს კვარცხლბეკზე დგას საზენიტო იარაღი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება