ნიკოლაი გულაევის სახელობის სამხედრო-ისტორიული კომპლექსი

ნიკოლაი გულაევის სახელობის სამხედრო-ისტორიული კომპლექსი (რუს. Военно-исторический комплекс имени Н. Д. Гулаева) — მუზეუმი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ქალაქ აქსაიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. გაიხსნა 1998 წელს. მდებარეობს საოლქო მნიშვნელობის დაცული ტერიტორიის მუხინის აღკვეთილის ტერიტორიაზე[1].

ნიკოლაი გულაევის სახელობის სამხედრო-ისტორიული კომპლექსი
Военно-исторический комплекс имени Н. Д. Гулаева
კოორდინატები 47°16′05″N 39°54′16″E / 47.268° ჩ. გ. 39.9044° ა. გ. / 47.268; 39.9044
მდებარეობა აქსაი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
თარიღდება 1998

სამხედრო-ისტორიული კომპლექსი ატარებს ავიაციის გენერალ-პოლკოვნიკის, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირის, საბჭოთა კავშირში თვითმფრინავების ჩამოგდების რაოდენობით მესამე ადამიანის, ნიკოლაი გულაევის სახელს. მისი სახელი შემთხვევით არ დარქმევია მუზეუმს. თავად გულაევი სწორედ სტანიცა აქსაისკის მაცხოვრებელი იყო.

კომპლექსში დაცულია იარაღების დიდი რაოდენობა. მათ შორის დაწყებული საარტილერიო იარაღიდან და დამთავრებული თვითმფრინავებით და რაკეტებით[2].

მუზეუმი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან. პირველი — „ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სამეთაურო პუნქტი“. იგი მდებარეობს მიწის სიღრმეში და მასში განლაგებულია მრავალი საკომუნიკაციო დერეფანი ლაბირინთების მსგავსად. იგი ააგეს 1960-იან წლებში იმ შემთხვევისათვის თუ დაიწყებოდა მესამე მსოფლიო ომი[2].

მეორე ნაწილი წარმოადგენს ღია მოედანს სადაც გამოფენილია XX საუკუნის საბჭოთა და რუსული ჯარების სამხედრო იარაღი. ექსპონატებს შორისაა: ჯავშანტექნიკა (Т-72, БМП-2), საარტილერიო და საზენიტო იარაღი, რაკეტების მაკეტი, თვითმფრინავები (АН-2, МиГ-23) და სხვა[3].

ღია ცის ქვეშ მდებარე გამოფენა ყოველწლიურად ივსება. ძალიან მალე იგეგმება სამხრეთ რუსეთში ყველაზე მსხვილი სამხედრო კოლექციის შექმნა XX საუკუნის ტქნიკისა და იარაღის გამოყენებით[1].

კომპლექსი მდებარეობს ბუნებისდაცვითი აღკვეთილის მუხინის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებლების საყვარელი დასვენების ადგილია[1].

სამხედრო-ისტორიული კომპლექსი მუშაობს ყოველდღიურად 9:00-დან 17:00 სთ-მდე, დასვენების დღეების გარეშე[4].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 bolivarsm. Аскай. Ростовская область. Военно-исторический комплекс.. Обсуждение на LiveInternet - Российский Сервис Онлайн-Дневников. www.liveinternet.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  2. 2.0 2.1 Аксайский военно-исторический музей (Аксай). vetert.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  3. kerrangjke, rostov_don. (2013-02-15) Запасной пункт Северо-Кавказского округа. Ростовское городское сообщество. ციტირების თარიღი: 2017-02-02.
  4. Достопримечательности Аксайского района. www.aksayland.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-02.