თომა აკვინელი

(გადამისამართდა გვერდიდან აქვინელი, თომა)

თომა აკვინელი (დ. დაახლ. 1225, როკასეკა — გ. 7 მარტი, 1274, ფოსანოვა, იტალია) — მაღალი შუა საუკუნეების ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. დომინიკელთა ორდენის წევრი. პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი, თომიზმის ფუძემდებელი, რომელიც დღემდე კათოლიციზმის ცენტრალურ ფილოსოფიურ მოძღვრებად ითვლება. თომა აკვინელის მთავარ დამსახურებად ითვლება მკაცრი მეცნიერული - არისტოტელესეული - მეთოდის ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა დამტკიცების სამსახურში ჩაყენება. აქვინელის მოძღვრების ქვაკუთხედად შეიძლება ჩაითვალოს რწმენისა და გონების ჰარმონიული თანხვედრა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: „თეოლოგიის ჯამი“ (Summa theologiae), „ჯამი წარმართთა წინააღმდეგ“ (Summa contra gentiles) და „ჭეშმარიტების შესახებ“ (Questiones disputatae de veritate).

თომა აკვინელი
Thomas Aquinos
დაიბადა 1225[1]
როკასეკა, Aquino, სიცილიის სამეფო[2]
გარდაიცვალა 7 მარტი, 1274[3]
ფოსანოვას სააბატო, პაპის ოლქი[4]
დასაფლავებულია Church of the Jacobins
ხსენების დღე 28 იანვარი[5] , 7 მარტი და კათოლიციზმი
მოღვაწეობა თეოლოგი[6] [7] [8] , პროფესორი, Latin Catholic priest, ფილოსოფოსი[8] , მწერალი[1] , Catholic theologian, friar და theology teacher
ენა Medieval Latin, Medieval Italian და ლათინური ენა[9]
სასწავლებელი პარიზის უნივერსიტეტი და ფრდირიხ II-ის სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტი
ცნობილი ნაშრომები თეოლოგიის ჯამი, ჯამი წარმართთა წინააღმდეგ, De regimine principum და Quinque viae
მეუღლე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება