თომიზმი
თომიზმი — ფილოსოფიის მიმართულება. ტერმინი აღნიშნავს ამ მოძღვრების განმარტებასა და განგრძობას სკოლებში. თომიზმისთვის დამახასიათებელია არისტოტელეს ფილოსოფიის შეგუება ქრისტიანული სარწმუნოების მოთხოვნებთან. თომიზმის ფუძემდებელია თეოლოგი და ფილოსოფოსი თომა აკვინელი (1225-1274 წწ.)
XV-XVI საუკუნეებში და შემდგომ თომიზმი დავიწყებას მიეცა, მაგრამ მოძღვრება კვლავ გახდა აქტუალური XIX საუკუნეში და დასაბამი მისცა ნეოთომიზმს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გელაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 692.