აქერონტი
აქერონტი (ბერძ. Αχέρων, Αχέροντας) — მდინარე საბერძნეთში, ეპირის სამხრეთით. სიგრძე 58 კმ. ერთვის იონიის ზღვას. მიედინება ვიწრო ხეობაში.
აქერონტი | |
---|---|
ქვეყანა | საბერძნეთი |
სათავე | 39°28′19″ ჩ. გ. 20°40′39″ ა. გ. / 39.47194° ჩ. გ. 20.67750° ა. გ. |
შესართავი |
იონიის ზღვა 39°00′42″ ჩ. გ. 21°03′47″ ა. გ. / 39.01167° ჩ. გ. 21.06306° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | საბერძნეთი |
სიგრძე | 58 კმ |
— სათავე, — შესართავი | |
აქერონტი ვიკისაწყობში |
მითოლოგია
რედაქტირებაძველი ბერძნების წარმოდგენით, აქ იყო საიქიოს კარიბჭე, ხოლო აქერონტი იყო „მარადიული ტანჯვის მდინარე“, რომელზეც უნდა გადასულიყვნენ მიცვალებულთა სულები. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ აქერონტის ხეობაში იყო ნეკროპოლისიც.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 37.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: