აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები (2020)
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მოვლენას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული ვიკიპედიის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოვლენების აღწერა საჭიროა აკადემიური/სამეცნიერო მიზნებიდან და ვიკიპედიის მისიიდან - შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია - გამომდინარე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მქონე ტერიტორიული ერთეულია, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედის, რასაც იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებული ზონის ტერიტორიაზეა ფორმირებული არის არალეგიტიმური და არაღიარებული საქართველოს ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. |
აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 — რიგით მერვე საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში. არჩევნები ჩატარდა 2020 წლის 22 მარტს. ეს იყო რიგგარეშე არჩევნები რომლის დანიშვნაც მოჰყვა რაულ ჰაჯიმბას გადადგომას. 2020 წლის 13 იანვრიდან პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა.[1][2][3] არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ასლან ბჟანიამ. არჩევნებს არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება.
შედეგები
რედაქტირებაკანდიდატი | ხმა | % | ||
---|---|---|---|---|
ასლან ბჟანია | 53 741 | 58,92 | ||
ადგურ არძინბა | 33 686 | 36,93 | ||
ლეონიდ ძაფშბა | 2 114 | 2,32 | ||
არცერთი | 1 666 | 1,83 | ||
გაბათილებული/გამოუყენებელი | 3 092 | – | ||
ჯამი | 94 299 | 100 | ||
დარეგისტრირებული ამომრჩეველი/აქტივობა | 132 916 | 70.95 | ||
წყარო: Apsnypress დაარქივებული 2020-03-25 საიტზე Wayback Machine. |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Explainer: what happened in Abkhazia and what’s next – between the president’s dismissal & new elections. JAM News (16 January 2020). ციტირების თარიღი: 11 February 2020.
- ↑ Joshua Kucera. (13 January 2020) Abkhazian leader resigns, new elections called. EurasiaNet. ციტირების თარიღი: 11 February 2020.
- ↑ David X. Noack. (15 January 2020) Krise und Rücktritt. junge Welt. ციტირების თარიღი: 11 February 2020.