აუჯილა (არაბ. أوجلة) — ოაზისი და დასახლებული პუნქტი ლიბიაში, კირენაიკაში, ელ-ვახატის რაიონში. მდებარეობს ლიბიის უდაბნოს ჩრდილოეთ ნაწილში, ჯალუს ოაზისების ჯგუფში. მთავარი დასახლებული პუნქტია აუჯილა. გვხვდება ფინიკის პალმის, ლეღვისა და ზეთისხილის კორომები. არის ქერის ნათესები. აუჯილის გავლით გადის საავტომობილო და საჭაპანო გზები. დასახლებულია ბერბერებით. ადგილობრივი მოსახლეობა საუბროს აუჯილურ ენაზე. არის მეჩეთი.

დასახლებული პუნქტი
ოაზისი
აუჯილა
Awjila (Libia) - The Mosque of Atiq.jpg
მეჩეთი
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რაიონი ელ-ვახატის რაიონი
კოორდინატები 29°08′25″ ჩ. გ. 21°17′51″ ა. გ. / 29.14028° ჩ. გ. 21.29750° ა. გ. / 29.14028; 21.29750
სასაათო სარტყელი UTC+2
აუჯილა — ლიბია
აუჯილა

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება