აურგაზის რაიონი (ბაშკ. Ауырғазы районы; რუს. Аургазинский район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია სოფ. ტოლბაზი, რომელიც მდებარეობს უფიდან 80 კილომეტრში.

აურგაზის რაიონი
Аургазинский район
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი Tolbazy[1]
კოორდინატები 54°00′21″ ჩ. გ. 55°53′39″ ა. გ. / 54.00583° ჩ. გ. 55.89417° ა. გ. / 54.00583; 55.89417
დაარსდა 20 აგვისტო, 1930
ფართობი 2014,03 კმ²
სალაპარაკო ენები ბაშკირული, რუსული
მოსახლეობა 33 721 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 16,74 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა თათრები, ჩუვაშები, ბაშკირები, რუსები, უკრაინელები,
სასაათო სარტყელი UTCUTC+5
სატელეფონო კოდი +7 34745
საფოსტო ინდექსი 4534ХХ
ოფიციალური საიტი aurgazy.bashkortostan.ru
აურგაზის რაიონი — რუსეთი
აურგაზის რაიონი

გეოგრაფია

რედაქტირება

აურგაზის რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება კარმასკალინის რაიონი. აღმოსავლეთიდან - გაფურის რაიონი, სამხრეთიდან - სტერლითამაქის რაიონი, ხოლო დასავლეთიდან - ალშეევისა და დევლეკანოვოს რაიონები. რაიონის ფართობია 2 014 კმ².

რაიონი დაარსდა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფის გაუქმება და როდესაც შეიქმნა 48 რაიონი.

მოსახლეობა

რედაქტირება

2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: თათრები — 42,2 %, ჩუვაშები — 29,3 %, ბაშკირები — 18,9 %, რუსები — 6,4 %, უკრაინელები — 1,2 %, მორდვები — 1 %, სხვა ეროვნების პირები — 1  %[2].

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

აურგაზის რაიონში არის 137 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 21 სასოფლო დასახლებაში[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება