აურგაზის რაიონი
აურგაზის რაიონი (ბაშკ. Ауырғазы районы; რუს. Аургазинский район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია სოფ. ტოლბაზი, რომელიც მდებარეობს უფიდან 80 კილომეტრში.
აურგაზის რაიონი Аургазинский район | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | Tolbazy[1] | ||||
კოორდინატები | 54°00′21″ ჩ. გ. 55°53′39″ ა. გ. / 54.00583° ჩ. გ. 55.89417° ა. გ. | ||||
დაარსდა | 20 აგვისტო, 1930 | ||||
ფართობი | 2014,03 კმ² | ||||
სალაპარაკო ენები | ბაშკირული, რუსული | ||||
მოსახლეობა | 33 721 კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 16,74 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | თათრები, ჩუვაშები, ბაშკირები, რუსები, უკრაინელები, | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+5 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 34745 | ||||
საფოსტო ინდექსი | 4534ХХ | ||||
ოფიციალური საიტი | aurgazy.bashkortostan.ru | ||||
| |||||
გეოგრაფია
რედაქტირებააურგაზის რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება კარმასკალინის რაიონი. აღმოსავლეთიდან - გაფურის რაიონი, სამხრეთიდან - სტერლითამაქის რაიონი, ხოლო დასავლეთიდან - ალშეევისა და დევლეკანოვოს რაიონები. რაიონის ფართობია 2 014 კმ².
ისტორია
რედაქტირებარაიონი დაარსდა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფის გაუქმება და როდესაც შეიქმნა 48 რაიონი.
მოსახლეობა
რედაქტირება2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: თათრები — 42,2 %, ჩუვაშები — 29,3 %, ბაშკირები — 18,9 %, რუსები — 6,4 %, უკრაინელები — 1,2 %, მორდვები — 1 %, სხვა ეროვნების პირები — 1 %[2].
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებააურგაზის რაიონში არის 137 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 21 სასოფლო დასახლებაში[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რაიონის ადმინისტრაცია დაარქივებული 2020-05-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ OKTMO
- ↑ Итоги Всероссийской переписи населения по Республике Башкортостан (pdf). Территориальный орган Федеральной службы государственной статистики по Республике Башкортостан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-05.
- ↑ Закон Республики Башкортостан «Об изменениях в административно-территориальном устройстве Республики Башкортостан в связи с объединением отдельных сельсоветов и передачей населённых пунктов» (Принят Государственным Собранием — Курултаем Республики Башкортостан 18 ноября 2008 года)