რობერტ აუმანი

(გადამისამართდა გვერდიდან აუმანი, რობერტ)

რობერტ აუმანი (ინგლ. Yisrael Robert John Aumann, ებრ. ישראל אומן; დ. 8 ივნისი, 1930, ფრანკფურტი, გერმანია) — ისრაელელი მათემატიკოსი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტისა და სტოუნი-ბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში. მიღებული აქვს მრავალი სამეცნიერო ჯილდო. დაიბადა გერმანიაში, თუმცა მისი ოჯახი იძულებულ იქნა გადასახლებულიყო აშშ-ში. დაამთავრა ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, სადაც დაიცვა დისერტაცია მათემატიკაში. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მათემატიკურ ეკონომიკასა და თამაშების თეორიაში. მეთაურობდა თამაშების თეორიის საზოგადოებას, 1990-იან წლებში იყო ისრაელის მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი. ასევე იყო ებრაული მათემატიკური საზოგადოების ჟურნალის რედაქტორი.

რობერტ აუმანი
მშობლიური სახელი ინგლ. Robert Aumann
ებრ. ישראל אומן
დაბ. თარიღი 8 ივნისი, 1930 (1930-06-08) (94 წლის)
დაბ. ადგილი ფრანკფურტი, გერმანია
მოქალაქეობა ისრაელი[1] და აშშ
საქმიანობა მათემატიკოსი, ეკონომისტი[2] , პედაგოგი, პროფესორი და მკვლევარი
მოღვაწეობის სფერო მათემატიკა და ეკონომიკა
დამსაქმებელი სტონი-ბრუკის უნივერსიტეტი და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, Israel Academy of Sciences and Humanities, ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, Professors for a Strong Israel, Royal Academy of Economic and Financial Sciences[3] , ეკონომეტრიკის საზოგადოება[4] და ევროპული აკადემია
ჯილდოები ნობელის პრემია ეკონომიკაში (2005),
ალმა-მატერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯი
სამეცნიერო ხელმძღვანელი George W. Whitehead
დოქტორანტი David Schmeidler, Sergiu Hart, Abraham Neyman, Yair Tauman[5] , Dov Samet, Bezalel Peleg, Zvi Artstein, Shmuel Zamir, Ehud Lehrer[5] , Yossi Feinberg[5] , Benyamin Shitovitz[5] , Eugene Wesley[5] , Itai Arieli[5] , Uri Weiss[5] და Yosef Zohar[5]

პუბლიკაციები

რედაქტირება
  • Values of Non-Atomic Games, Princeton University Press,Princeton, 1974 (with L.S. Shapley).
  • Game Theory (in Hebrew), Everyman's University, Tel Aviv, 1981 (with Y. Tauman and S. Zamir), Vols. 1 & 2.
  • Lectures on Game Theory, Underground Classics in Economics, Westview Press, Boulder, 1989.
  • Handbook of Game Theory with economic applications, Vol 1–3, Elsevier, Amsterdam (coedited with S. Hart).
  • Repeated Games with Incomplete Information, MIT Press, Cambridge, 1995 (with M. Maschler).
  • Collected Papers, Vol 1–2, MIT Press, Cambridge, 2000.
  • Asphericity of alternating knots. Ann. of Math. (2) 64 1956 374—392.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება