აუიან-ტეპუი

(გადამისამართდა გვერდიდან აუიანტეპუი)

აუიან-ტეპუი (ესპ. Auyantepui) — ტეპუი ბოლივარის შტატში, ვენესუელაში. მდებარეობს გვიანის ზეგანზე. სიმაღლე 2450 მ. ზედაპირის ფართობი 666.9 კმ², ხოლო ფერდობის მიახლოებითი ფართობი 715 კმ².[1] წარმოადგენს გვიანის ზეგნის ერთ-ერთ უდიდეს და ხშირად მონახულებად ტეპუის. აუიან-ტეპუის უსწორმასწორო გულის ფორმის მქონე პლატო ძლიერაა დაქანებული; ჩრდილო-დასავლეთით მისი სიმაღლეა დაახლოებით 1600 მ, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით მაქსიმალურ სიმაღლეზეა. ჩრდილოეთიდან გაჭრილია ვეებერთელა ხეობით, რომელიც ცნობილია ეშმაკის კანიონის სახელწოდებით. პლატოს დასავლეთი ვრცელი ნაწილი ნაწილობრივ ტყიანია, ხოლო აღმოსავლეთი მეტწილად კლდიანი. მთის ფარგლებშია მრავალი ვრცელი მღვიმური სისტემა.[2] აუიან-ტეპუიდან ეშვება მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერი — ანხელი, რომლის სიმაღლე 979 მ-ია. მთა მას შემდეგ გახდა ფართოდ ცნობილი, რაც 1933 წელს მფრინავმა ჯიმი ეინჯელმა შემთხვევით აღმოაჩინა ანხელის ჩანჩქერი. აუიან-ტეპუი პემონურ ენაზე ნიშნავს „ეშმაკის სახლს“.[3]

აუიან-ტეპუი
აუიან-ტეპუი
აუიან-ტეპუი
კოორდინატები: 05°54′01″ ჩ. გ. 62°32′29″ დ. გ. / 5.90028° ჩ. გ. 62.54139° დ. გ. / 5.90028; -62.54139
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
სიმაღლე 2450 
მთის მასივი გვიანის ზეგანი
პირველი ასვლა 1937
აუიან-ტეპუი — ვენესუელა
აუიან-ტეპუი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Huber, O. Geographical and physical features. In: P.E. Berry, B.K. Holst & K. Yatskievych (eds.). St. Louis. 1995, pp. 1–61.
  2. Piccini, L. Karst in siliceous rocks: karst landforms and caves in the Auyán-tepui massif (Est. Bolivar, Venezuela). International Journal of Speleology 1995, 24(1–4): 41–54.
  3. Angel, K. (2001) [revised 2009, 2010]. "The Truth about Jimmie Angel and Angel Falls". Alexander von Humboldt International Conference 2001, Humboldt State University, Arcata, California.