ატოცის პირველი ნასოფლარი

ნასოფლარი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ატოცის ნასოფლარი.

ატოცის პირველი ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, დარბაძიანთ ჭაობებში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ძეგლზე გამოვლინდა 7 ნასახლარი ბუდე, სწორკუთხა შენობების ნატეხი ქვით ნაგები კედლის ქვედა ნაწილები. ძეგლზე მოიპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნატეხები.

ლიტერატურა

რედაქტირება