ლევ ატამანოვი

(გადამისამართდა გვერდიდან ატამანოვი, ლევ)

ლევ კონსტანტინეს ძე ატამანოვი (დ. 21 თებერვალი [ ძვ. სტ. 8 თებერვალი], 1905, მოსკოვი — გ. 12 თებერვალი, 1981, იქვე) — საბჭოთა ეპოქის კინორეჟისორი. საბჭოთა მულტიპლიკაციური კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. რსფსრ სახალხო არტისტი (1978). რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1964).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1926 წელს დაამთავრა პირველი სახკინოსკოლა კინორეჟისორის დიპლომით. 1931 წლიდან უკვე მულტიპლიკაციური ფილმების რეჟისორი გახდა. რუსული, სომხური, ინდური, ჩინური, შვედური ზღაპრების მოტივებზე ქმნიდა ფილმებს. 1936 წლიდან მუშაობდა სომხეთში, 1949 წლიდან „სოიუზმულტფილმის“ რეჟისორია. გადაიღო მულტფილმები: „ცუგა და კატა“ (1938), „ჯადოსნური ხალიჩა“ (1948), „ყვითელი ყარყატი“ (1950, დიპლომი, დელის საერთაშორისო კინოფესტივალი, 1950), „ალისფერი ყვავილი“ (1952), „ოქროს ანტილოპა“ (1954, პრიზი, VIII, საერთაშორისო კინოფესტივალი, კანი, 1955), „თოვლის დედოფალი“ (1957; I პრემია, საერთაშორისო კინოფესტივალი, ვენეცია, 1957; სპეც. პრიზი, საერთაშორისო კინოფესტივალი, მოსკოვი, 1958; საუკეთესო ფილმი, საერთაშორისო კინოფესტივალი, ლონდონი, 1959) და სხვა.

იყო „საიუზმულტფილმის“ შემოქმედებითი სექციის ბიუროს თავმჯდომარე და საბჭოს წევრი, სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის მულტიპლიკაციის სექციის თავმჯდომარის მოადგილე, 1960-იანი წლების დასაწყისში — „საიუზმულტფილმის“ თოჯინური სექციის სარეჟისორო კოლეგიის თავმჯდომარე.

გარდაიცვალა მოსკოვში, 1981 წელს, დაკრძალულია მოსკოვის სომხურ (ვაგანკოვკის სასაფლაოს ფილიალი) სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება