ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ასხაბ აბაკაროვი (რუს. Асхаб Тинамагомедович Абакаров; დ. 21 აგვისტო, 1945 სოფელი კახიბი (დაღესტნის ასსრ) — გ. 4 ნოემბერი, 1985, მაჰაჩყალა) — საბჭოთა კინომსახიობი, კინორეჟისორი და მხატვარი.[1]

ასხაბ აბაკაროვი
დაბადების თარიღი 21 აგვისტო, 1945
კახიბი, დაღესტანი
გარდაცვალების თარიღი 4 ნოემბერი, 1985(1985-11-04)
მაჰაჩყალა
საქმიანობა მხატვარი, მსახიობი, რეჟისორი
მეუღლე(ები) ნატალია დანილოვა(რუსული)ქართ.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ასხაბ აბაკაროვი დაიბადა 1945 წლის 21 აგვისტოს დაღესტნის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კახიბის (ამჟამად შამილის) რაიონის სოფელ კახიბში, რესპუბლიკაში ცნობილი სამართალდამცავი ოფიცრის, ტინომაგომედ აბაკაროვის (ჩაროდინსკის რაიონის სოფელი გუნუხიდან) ოჯახში.

1969 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1979 წელს — თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის კინორეჟისორის განყოფილება. (1979, თენგიზ აბულაძის სახელოსნო). თეატრალურ ინსტიტუტში სწავლამდე მუშაობდა დიზაინერად. იყო კოსტიუმების დიზაინერი და პროდიუსერი ფილმებისა: „სამკაული ჩემი სატრფოსათვის“ და „ნატვრის ხე“ (რეჟ. თ. აბულაძე).

დაიღუპა ავტოკატასტროფაში 1985 წლის 4 ნოემბერს მახაჩკალასთან, ფილმის — „ლეგენდა მამაც ხოჩბარზე" გადაღების დროს და დაკრძალეს დაღესტნის სოფელ ტარქში.[2]

დაქორწინებული იყო მსახიობ ნატალია დანილოვაზე(რუსული)ქართ..[3]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი სახელწოდება როლი
1971 სამკაული ჩემი სატრფოსათვის მხატვარი
მსახიობი
1976 ნატვრის ხე მხატვარი
მსახიობი
1979 პრინც ფლორიზელის თავგადასავალი პერკინსი მსახიობი
1979 მფ საუზმე რეჟისორი
სცენარის ავტორი
1981 ცისფერი მთების საიდუმლოება რეჟისორი
1987 ლეგენდა მამაც ხოჩბარზე რეჟისორი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ეროვნული ფილმოგრაფია
  2. «Сказание о храбром Хочбаре» // «Махачкалинские известия». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-30. ციტირების თარიღი: 2016-05-15
  3. «Место встречи Натальи Даниловой» // Газета «Русский Курьер». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-31. ციტირების თარიღი: 2016-05-15.