ასტროიდი (ასტრო... და ბერძ. eidos [სახე]) — ბრტყელი წირი, რომელსაც აღწერს წრეწირის ნებისმიერი P წერტილი მასზე ოთხჯერ დიდი რადიუსის უძრავ წრეწირზე შიგნით უსრიალოდ გორვის დროს. ასტროიდი ეკუთვნის ჰიპოციკლოიდებსა და ეპიციკლოიდებს. თუ კოორდინატთა ღერძები ასტროიდის წვეროებზე გადის, მაშინ მის განტოლებას შემდეგი სახე ექნება: , სადაც a უძრავი წრეწირის რადიუსია. ასტროიდის მიერ შემოსაზღვრული ფართობი უდრის უძრავი წრის ფართობის 3/8-ს, ხოლო მისი სიგრძე — ამ წრეწირის ექვსმაგ რადიუს. ასტროიდის ნებისმიერ წერტილზე გავლებული მხების მიერ კოორდინატთა ღერძებთან გადაკვეთით მიღებული მონაკვეთის სიგრძე მუდმივია და უდრის a-ს.

ასტროიდი

ლიტერატურა

რედაქტირება