ასტრახანის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი
ასტრახანის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი (რუს. Собор Успения Пресвятой Богородицы) — არქიტექტურული ძეგლი რუსეთში, ქალაქ ასტრახანში. იგი წარმოადგენს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ასტრახანის ეპარქიის საკათედრო ტაძარს. მდებარეობს ასტრახანის კრემლის ტერიტორიაზე.
' | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 46°20′57″ ჩ. გ. 48°01′59″ ა. გ. / 46.34917° ჩ. გ. 48.03306° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
დეტალები
|
აშენდა 1699-1710 წლებში დოროფეი მიაკიშევის ხელმძღვანელობითა და მიტროპოლიტ სამსონის ლოცვა-კურთხევით.
მიძინების ტაძარი ითვლება მე-18 საუკუნის დასაწყისის რუსული საეკლესიო არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ტაძარი (ხის)
რედაქტირება1558 წელს ცარმა ივანე მრისხანემ იღუმენ კირილეს გადასცა ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი და დაავალა ასტრახანში აეშენებინა ეკლესია. 1568 წელს ახლადაშენებული ხის ეკლესია ღვთისმშობლის ვლადიმირის ხატის სახელზე იკურთხა.
მეორე ტაძარი (ქვის)
რედაქტირებაქალაქის ზრდასთან ერთად პატარა ხის ეკლესია არასაკმარისი აღმოჩნდა მომლოცველთა დასატევად. რუსეთის პირველი პატრიარქის იობის ლოცვა-კურთხევით, მე-16 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, იღუმენი თეოდოსი გაგზავნეს ასტრახანში ახალი საკათედრო ტაძრის ასაშენებლად.
კრემლის ახალი ქვის ტაძარი დასრულდა 1602 წელს. იგი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე იკურთხა.
თანამდროვე ტაძარი
რედაქტირებამე-17 საუკუნის მიწურულს მიძინების საკათედრო ტაძარი მოძველდა და საჭირო გახდა მის მაგივრად ახლის აშენება. ასტრახანის მაშინდელმა მიტროპოლიტმა სავვატიმ დაიწყო სახსრების შეგროვება ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის. მიტროპოლიტმა მოახერხა შემოწირულობების შეგროვება 10 000 რუბლის ოდენობით, მაგრამ 1696 წლის 1 ივლისს იგი გარდაიცვალა და შეგროვებული თანხა სამოქალაქო უწყებას გადაეცა. ასტრახანის ახალმა მიტროპოლიტმა სამპსონმა ამ თანხიდან მხოლოდ 3996 მანეთი მიიღო, რომლითაც მან შეძლო ძველი ტაძრის დემონტაჟისა და ახლის ასაშენებლად მომზადებული მასალების საფასურის გადახდა. 1698 წელს მღვდელმთავარმა დახმარებისთვის პეტრე I-ს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ, მან მთავრობისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო. მაგრამ მიტროპოლიტმა მოახერხა ადგილობრივი ვაჭრების ყურადღების მიპყრობა. შედეგად, ახალი ტაძრის შემოწირულობის სიდიდე ტაძრის საბოლოო გარეგნობაზე აისახა.
1699 წლის 1 ოქტომბერს მიტროპოლიტმა სამპსონმა დაიქირავა ოცდაათი ქვის მთლელი ხუროთმოძღვარ დოროფეი მიაკიშევის ხელმძღვანელობით და დაიწყო ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობა.
თავიდან ჩაფიქრებული იყო ერთგუმბათიანი ტაძრის აშენება, მაგრამ 1702 წელს ტაძრის აგებისას, ქვისა და შედუღაბების არასაკმარისი სიმტკიცის გამო, ტაძრის კამარა ჩამოინგრა და გადაწყდა ერთი უზარმაზარი გუმბათის ნაცვლად ხუთი მცირის აღმართვა.
1707 წელს ქვედა ეკლესია აკურთხეს ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად. 1708 წელს ქვედა ეკლესიაში აღადგინეს წმინდა ათანასე და კირილე ალექსანდრიელის სახელობის სამლოცველო. 1709 წელს, ძლიერი ხანძრის გამო, თითქმის დასრულებული ტაძრის გუმბათები მოიწვა. საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე ქვის ძირითადი სამუშაოები დასრულდა 1710 წელს. ზედა მთავარი ტაძარი აკურთხეს 1710 წლის 14 აგვისტოს.
1800 წელს სამხრეთის მხარეს ქვედა ეკლესიაში კიდევ ერთი სამლოცველო აშენდა წმინდანთა პლატონისა და პეტრეს სახელზე (1864 წელს აკურთხეს მოციქულთასწორ კირილესა და მეთოდეს სახელზე). 1819 წელს საკათედრო ტაძარს საჩუქრად გადაეცა ვერცხლის სამეფო კარი, რომელიც პეტერბურგში ოსტატმა თეოდორ შტანდემ გააკეთა. 1859-1861 წლებში კანკელში არსებული ხატები აღადგინეს სერგის სამების ლავრიდან ჩამოყვანილმა ოსტატმა ხატმწერებმა.
1910 წლისთვის, ძველი ვარვაციევსკაიას სამრეკლოს ნაცვლად, ტაძრის გვერდით აშენდა ახალი პრეჩისტენსკაიას კარიბჭის სამრეკლო.[1][2]
ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ტაძარი 1918 წლის იანვარში დაიხურა ღვთისმსახურებისთვის. ტაძარში რამდენჯერმე ჩატარდა ჩხრეკა და მოხდა ქონების კომფისკაცია. საგანძურის უმეტესი ნაწილი 1920-იან წლებში იქნა ჩამორთმეული. 1929 წელს გაჩნდა კითხვა მიძინების ტაძრის დანგრევის შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილება გადაიხედა სხვა საჭიროებისთვის რეკონსტრუქციის სასარგებლოდ. შედეგად, მიძინების საკათედრო ტაძრის იერსახე დაირღვა - 1931 წელს დაწვეს უნიკალური რვასართულიანი კანკელი, ხოლო საკათედრო ტაძრის ხატები განადგურდა; გალერეა განადგურდა 1930-იან წლებში. ტაძარი შემდგომში გამოიყენებოდა სხვა მიზნებისთვის: საბრძოლო მასალის საცავი, სამხედრო პერსონალის ყაზარმები და ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი. 1958 წლიდან ტაძარი და ასტრახანის კრემლის შენობების ნაწილი გადაეცა რეგიონალური აღმასრულებელი კომიტეტის კულტურის საოლქო კომიტეტს, დაახლოებით 1970 წელს ჩატარდა ტაძრის რესტავრაცია. 1974 წელს ტაძარი გადაეცა ასტრახანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.[3]
საბჭოთა ხელისუფლების დაცემის შემდეგ საკათედრო ტაძარში დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველი ღვთისმსახურება ჩატარდა 1992 წლის 7 იანვარს. ასტრახანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ეტაპობრივად აღადგინეს: აღადგინეს კედლის მხატვრობა და ჭერი, დამონტაჟდა ახალი კანკელი. ასტრახანელებისთვის ყველაზე ძვირფასი იყო ასტრახანის მიტროპოლიტ იოსების საფლავი, რომელიც სასტიკად მოკლეს რაზინის აჯანყებულებმა 1671 წელს. შემორჩენილია კუბო მღვდელმოწამის წმინდა ნაწილებით.
ასტრახანის წმინდანთა სამარხების გარდა, საკათედრო ტაძრის ქვედა ტაძარში არის XVIII საუკუნის ორი ქართველი მეფის: ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის საფლავი, ასევე ასტრახანში გარდაცვლილი ქართველი სასულიერო მოღვაწეები: იოსებ სამებელი, გაიოზ რექტორი და სხვები.
ლიტერატურა
რედაქტირება- А. Марков, С. Львов. Астрахань на старинных открытках. — Астрахань, 1999.
- Л. Качинская. Астрахань. Город и люди. — Астрахань, 2000. — ISBN 5-8121-0036-5.
- Астраханский Кафедральный Успенский собор. — Астраханские Епархиальные Ведомости № 20. — Астрахань, 1880.
- Астраханский Кремль. — Москва, 1977.
- Астраханский Кремль. — Астрахань, 2000.
- Ключаревская летопись: история о начале и возобновлении Астрахани, случившихся в ней бунтах, об архиереях в оной бывших, а также о воеводах, градоначальниках и губернаторах. — Астрахань, 1887.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Успенский кафедральный собор. Город Астрахань დაარქივებული 2021-09-26 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Кафедральный собор Успения Пресвятой Богородицы с Пречистенской надвратной колокольней.. ციტირების თარიღი: 2022-02-17
- ↑ Пречистенская надвратная соборная колокольня Астраханского кремля.. ციტირების თარიღი: 2022-02-17
- ↑ Успенский кафедральный собор (Астрахань).. ციტირების თარიღი: 2022-02-17