ასპერგილოზი
ასპერგილოზი — დაავადება, რომელსაც იწვევს ასპერგილუსის (Aspergillus) სახეობის სოკო.
ეტიოლოგია და პათოგენეზი
რედაქტირებაასპერგილები ბუნებაში ფართოდ გავრცელებული საპროფიტებია, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გამოყოფენ სპორებს. დაავადებას იწვევს ასპერგილების სპორების დიდი რაოდენობით შესუნთქვა, მაგალითად, ლპობით თივასთან, კომპოსტთან მუშაობისას.
სიმპტომები და მიმდინარეობა
რედაქტირებაგამოყოფენ ფილტვ-ბრონქის ასპერგილოზის ოთხ ფორმას:
- მსუბუქი ფორმა მიმდინარეობს როგორც სწრაფად გარდამავალი მწვავე ტრაქეობრონქიტი.
- ალერგიული ბრონქული ასპერგილოზისათვის დამახასიათებელია ფილტვის ტრანზიტორული ინფილტრატები, ეოზინოფილია, ცხელება, ბრონქოსპაზმი; ნახველს შესაძლოა ჰქონდეს მოყავისფერო ელფერი; ხასიათდება ხანგრძლივი განმეორებითი გამწვავებებითა და მძიმე ბრონქული ასთმის განვითარებით.
- ასპერგილომა შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, მაგრამ ხშირად აღინიშნება ხველა ნახველის გამოყოფით, სისხლიანი ხველა, წონაში დაკლება (კახექსიამდე), მაღალი ტემპერატურა, ტკივილები გულმკერდში, მდგომარეობის პროგრესული გაუარესება.
- ფილტვის ასპერგილოზის ნეკროზული ფორმა მიმდინარეობს გამოხატული ინტოქსიკაციით, ცხელებით.
დიაგნოსტიკაში გამოიყენება რენტგენოლოგიური გამოკვლევები, ნახველის დათესვა, სეროლოგია მეთოდები.
ლიტერატურა
რედაქტირება- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство „Советская энциклопедия” – 1988