ასპარუგი, ასპავრუკიქართლის მეფის პიტიახში (ერისთავი), რომლის სახელი, გამოსახულება და თანამდებობა ცნობილი გახდა არმაზისხევის ერისთავთა განსასვენებლის პირველი სამარხის გათხრებისას (1940). სამარხში აღმოჩენილ ოქრო-ვერცხლის ბივთთა შორის არის ოქროს დიდი ბეჭედ-საბეჭდავი, რომლის თვალზე ამოკვეთილია მამაკაცის მკერდზედა გამოსახულება. მას გარს შემორტყმული აქვს ბერძნული წარწერა Aspaurukis pitiaxs (ასპარუგ პიტიახში). სამარხი II საუკუნის II ნახევრისაა და შესაძლოა, ეს ასპარუგი იყოს ძე შარაგასის წარწერაში მოხსენიებული ზევახ (ჯავახ) უფლისა, მამა ზევახ (ჯავახ) მცირისა, სერაფიტის მამისა.

ასპარუგი

ლიტერატურა

რედაქტირება