ასლანბეგ აბაშიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ასლან (ასლანბეგი) აბაშიძე)
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასლან აბაშიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

ასლან იბრაჰიმის ძე აბაშიძე, ასლანბეგი (დ. 1877 — გ. 1924) — გენერალი (1918). ბათუმის სადროშოს გამგებელ სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, მემედ აბაშიძის ძმა.

ბიოგრაფიარედაქტირება

სიჭაბუკიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. რეაქციის წლებში იძულებული გახდა სტამბოლში წასულიყო, სადაც მიიღო სამხედრო განათლება ოსმალეთის იმპერიის უმაღლეს სამხედრო სკოლაში. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას და პრო-ქართულ ორიენტაციას აჭარაში. მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. 1918 წელს ხელმძღვანელობდა მაჰმადიან ქართველთა რაზმებს სომხეთთან ომში. იყო საქართველოს ეროვნული არმიის ერთადერთი გენერალი აჭარიდან. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ თურქეთში გადასახლდა. იყო სტამბოლის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წელს აჯანყების ორგანიზაციაში. გარდაიცვალა სტამბოლში 1924 წელს. სავარაუდოდ მოწამლეს საბჭოთა კავშირის აგენტებმა. არის ავტორი მხედრული სიმღერისა „ასლანური“.

ლიტერატურარედაქტირება