შალვა ასლანიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ასლანიშვილი, შალვა)

შალვა სოლომონის ძე ასლანიშვილი (დ. 23 მარტი [ ძვ. სტ. 11 მარტი], 1896, არტანუჯი, ართვინის ოკრუგი, რუსეთის იმპერია (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია) ― გ. 13 დეკემბერი, 1981, თბილისი) — ქართველი მუსიკათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1964), პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1943), ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1972).

შალვა ასლანიშვილი
დაბ. თარიღი 23 მარტი, 1896(1896-03-23)
გარდ. თარიღი 13 დეკემბერი, 1981(1981-12-13) (85 წლის)

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიაში.[1]1930–1973 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის გამგე. 1945–1950 წლებში სათავეში ედგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მუსიკალური ფოლკლორის განყოფილებას. 1927–1950 წლებში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთის რაიონების მრავალი სიმღერა ჩაწერა. ამ მოღვაწეობის შედეგად შექმნილი ნაშრომები საფუძვლად დაედო ქართული ჰარმონიის კურსს, რომელიც იკითხება თბილისის კონსერვატორიაში.

ასლანიშვილი მუშაობდა მუსიკალური თეორიის, განსაკუთრებით ქართული ხალხური და პროფესიული მუსიკის თეორიის საკითხებზე, მან აღზარდა მრავალი მუსიკათმცოდნე, მათ შორის ანზორ ერქომაიშვილი

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ერქომაიშვილი, ა. „ჩემი წინაპარი“, ჟურნალი „მნათობი“ N1-2, 2000 წ., გვ. 143