ასლანბეკ ბულაცევი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ასლანბეკ ბულაცევი (რუს. Асланбек Булацев) (დ. 1963) — რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის უფროსი ოფიცერი, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის პრემიერ-მინისტრი 2008 წლის 22 ოქტომბრიდან.

დაამთავრა ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბუხჰალტრის სპეციალობით. 1986-2006 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა ჯერ საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში („კა-გე-ბე“), შემდეგ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურში („ეფ-ეს-ბე“); წლების მანძილზე იყო ჩრდილოეთ ოსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი. 2006-2008 წლ;ებში ჩრდილოეთ ოსეთის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

2008 წლის ოქტომბერში დაინიშნა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის პრემიერად მას შემდეგ, რაც ედუარდ კოკოითმა გადააყენა მთავრობა ასევე ყოფ. რუსი მოხელის იური მოროზოვის ხელმძღვანელობით. ბულაცევის დამტკიცებამდე პრემიერის მოვალეობას მოროზოვის პირველი მოადგილე ბორის ჩოჩიევი ასრულებდა.[1]

წყაროები

რედაქტირება