ასკილაურის მეორე ეკლესია
ასკილაურის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ასკილაურის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 1,2 კილომეტრზე, ტყეში. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,4×3,7 მეტრი). ნაგებია ქვიშაქვის ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. გარეთა კედლები ძირითადად მოზრდილი ქვებითაა ამოყვანილი. გუბეში ალაგ-ალაგ ჩართულია ლოდებიც, წყობა ქაოსურია. ბათქაშის შემორჩენილი ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ შიგნით კედლები შეთეთრებული ყოფილა. ტაძარი ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარა და კონქის დიდი ნაწილი, დანგრეულია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების დასავლეთ ნახევარი. მთელ სიმაღლეზე გახეთქილია აღმოსავლეთ კედელი, სამხრეთ კედლის შემორჩენილ ნაწილს გარედან საპირე წყობა თითქმის მთლიანად მიკრული აქვს. ინტერიერში და კედლებზე ხეებია ამოსული. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც განიერი გარეთკენ შევიწროვებული სარკმელია გაჭრილი. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდშიმცირე ოთხკუთხა ნიშია.
ასკილაურის მეორე ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ასკილაური |
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 79.