ასკილაურის მეოთხე ეკლესია
ასკილაურის მეოთხე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ასკილაურის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება სავარაუდოდ გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ასკილაურის მეოთხე ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ასკილაური |
ძეგლი თითქმის მთლიანად დანგრეულია. ამჟამად მისგან მხოლოდ დასავლეთ კედელი დგას (სიმაღლე დაახლოებით 3,5 მეტრი). თუმცა მასაც ჩრდილოეთ კიდე და ფრონტონის მნიშვნელოვანი ნაწილი აკლია. შენობის დანარჩენი კედლები მიწასთანაა გასწორებული.
ეკლესია ნაგები ყოფილა სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. წყობა ქაოსურია. დასავლეთ კედლის სამხრრთი კიდის ზედა ნაწილში, ფრონტონის ძირის დონეზე, შირიმის ქვაა ჩართული. კედლები გარედან გალესილი ყოფილა. შიგნით კი - ბათქაშიც გასწორებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 81.