ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასასი.

ასასი (აფხ. სიტყვასიტყვით — სტუმარი) — აფხაზეთში გლეხთა კატეგორია, უდრის ქართულ ხიზანს, „მინდობილს“. ასასებს აფხაზეთში უწოდებდნენ ფეოდალური კლასის იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც სხვა რომელიმე ფეოდალის მიწა-წყალზე სახლდებოდნენ და მისი ქვეშევრდომნი ხდებოდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ანჩაბაძე ზ., ქსე, ტ. 1, გვ. 625, თბ., 1975