ასარ თაბრიზი, შამსედინ ჰაჯი მუჰამედ (გ. 1390) — სპარსელი პოეტი და სწავლული. წერდა სპარსულად. ავტორია რამდენიმე შრომისა ლიტერატურის თეორიის საკითხებზე. ჰქონია მრავალი კასიდა, ღაზალი, კიტა, რობაი. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ერთმა პოემამ („მეჰრი და მუშთარი“, 1376), რომელშიც ავტორი უმღერის წმინდა და ძლიერ სიყვარულს, მეგობრობას, ერთგულებას, გმირობას. პოემაში ვხვდებით სოციალურ მოტივებსაც და ბედის სამდურავსაც. პოეტი ავლენს ასტრონომიის კარგ ცოდნას.

ასარ თაბრიზი
დაბადების თარიღი 1325
დაბადების ადგილი თავრიზი
გარდაცვალების თარიღი 1390
გარდაცვალების ადგილი თავრიზი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  ირანი

ლიტერატურა

რედაქტირება