ასან საბრი აივაზოვი

ასან საბრი აივაზოვი (დ. 18 (6) მაისი1878, ალუპკა — გ. 17 აპრილი, 1938, სიმფეროპოლი) — ყირიმელი თათარი მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1892–1896 წლებში სწავლობდა სტამბოლის პედაგოგიურ ინსტიტუტში, განათლების მიღება გააგრძელა კაიროში (1908). თურქეთში ყოფნის დროს სტატიებს ბეჭდავდა ისმაილ გასპარინსკის გაზეთში „თერჯიმან“ (ქართ. „მთარგმნელი“, „თარჯიმანი“), სტამბულისა და ბაქოს სხვა გამომცემლობებში. ყირიმში დაბრუნების შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა ალუპკაში, 1913 წლიდან — ბახჩისარაიში. გარკვეული ხანი ასწავლიდა მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში ავტორია მხატვრული ნაწარმოებებისა: „Хаят акъвали“ („ხალხის ცხოვრება“, ბაქო, 1907), „Неден бу ала къалдыкъ“ („რატომ მივედით ასეთ ცხოვრებამდე“), პიესისა „ტაიფუნი“ (თარგმნილი და გადამუშავებული), პუბლიცისტური ნაშრომებისა „Усул-и-тедрис“ („სწავლის მეთოდები“), „Эсарет къурбанлары“ („მონობის მსხვერპლნი“, ყველა – ბახჩისარაი, სხვადასხვა წლები) და სხვ. ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1906–1908 წლებში რ. მედიევთან ერთად უშვებდა გაზეთს „ვეთან ხადიმი“ („სამშობლოს სადარაჯოზე“), 1914 წლიდან იყო გაზეთ „თერჯიმანის“ გამომცემელ-რედაქტორი.[1]

ასან საბრი აივაზოვი
ყირიმ. Asan Sabri Ayvazov
უკრ. Асан Сабрі Айвазов
დაბადების თარიღი 6 (18) მაისი, 1878
დაბადების ადგილი ალუპკა
გარდაცვალების თარიღი 17 აპრილი, 1938(1938-04-17) (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი სიმფეროპოლი
საქმიანობა მწერალი და უნივერსიტეტის პროფესორი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ

თავისი იდეურ-პოლიტიკური მრწამსით ესერებს მიეკუთვნებოდა. ჩამოაყალიბა მოწინავე ევროპული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჰარმონიული შერწყმის იდეა ეროვნულ თვითმყოფად კულტურასთან, იაპონელები მოჰყავდა მისაბაძ მაგალითად. 1917–1918 წლებში იყო გაზეთ „მილეთის“ („ერი“) რედაქტორი, ორჯერ აირჩიეს ყირიმელი თათრების ყურულთაის თავმჯდომარედ (1918 წლის იანვარი და მაისი), 1917 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო თურქეთში ყირიმის სამხარეო მთავრობის ელჩი. გამოდიოდა რუსეთში ბოლშევიკების გარეშე „ერთგვაროვანი სოციალისტური“ მთავრობის ჩამოყალიბების, ასევე უკრაინის ცენტრალურ რადასთან თანამშრომლობის მომხრედ. იყო ეროვნული პარტიის „მილი ფირყას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და მმართველი. ყირიმში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თარგმანების განყოფილებაში, 1922 წლიდან — ყირიმის უნივერსიტეტში უფროს ასისტენტად, ასწავლიდა არაბულ და თურქულ ენებს. 1922 წელს ნ. ნედიმთან და ვ. ბოდანინსკისთან ერთად ყირიმში მოშიმშილეთა დახმარების ორგანიზაციისათვის ჩავიდა თურქეთში. მონაწილეობდა პირველ სრულიად საკავშირო თურქოლოგიურ ყრილობაზე ბაქოში (1926), მოხსენებებით გამოვიდა ყირიმის 1-ელ (1927) და მე-2 (1929) ენობრივ კონფერენციებზე. ემხრობოდა მშობლიური ენის ლათინურ შრიფტზე გადაყვანას. 1926–1927 წლებში ენათმეცნიერულ სტატიებს ბეჭდავდა გაზეთში „ენი დუნია“ („ახალი მსოფლიო“), ჟურნალებში „ილერი“ („წინ“) და „ოყუ იშლერი“ („განათლების პრობლემები“). ყირიმის პედაგოგიური ინსტიტუტიდან გაათავისუფლეს 1932 წელს (ან 1934 წელს). დააპატიმრეს 1937 წლის 5 აპრილს და ერთი წლის შემდეგ დახვრიტეს.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Енъи ёл: Латин элефбесине даир (ახალი გზა: ლათინური ანბანის შესახებ). Акъмесджит, 1927;
  • Эдебий-ильмий тиле догъру (სწორი ლიტერატურული ენისათვის) // ЕД. 1927, 29 трав.;
  • Асрий-медений языя догъру (თანამედროვე კულტურული დამწერლობისათვის) // ЕД. 1927, 31 трав.; 23 черв.;
  • Октябрь инкъилябы ве татар муневверлери (ოქტომბრის რევოლუცია და თათრული ინტელიგენცია) // Илери. 1927. № 10;
  • Къырает китабы (საკითხავი წიგნი). Акъмесджит, 1928;
  • Меюс шаирлеримиз (გულგატეხილი პოეტები) // ОИ. 1928. № 4–5.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Фалев П. А. Из идеологии крымскотатарской интеллигенции // Изв. Таврич. учеб. архив. комиссии. 1918. № 54;
  • Научные работники Крыма. Сф., 1927;
  • D. Seydament. Krym. Warszawa, 1930;
  • E. Kirimal. Der Nationale Kampf der Krimtürken. Emsdetten, 1952;
  • C. S. Kirimer. Bazi hatiralar (Уривки зі спогадів). Istanbul, 1993;
  • Юнусов Ш. Мукъаддес топракътаки тамырларымыз (Наше коріння на священній землі) // Йылдыз (Зірка). 1993. № 3;
  • Урсу Д. П. Шаркъшынаслыкъ ве Къырым шаркъшынаслары (Сходо- знавство і сходознавці Криму) // Там само. 1998. № 2;
  • Tatars of the Crimea: Their Struggle for Survival. Durham, 1998;
  • Урсу Д. П. Очерки истории культуры крымскотатарского народа. Сф., 1999;
  • Деятели крымскотатарской культуры. (1921–1944 г.): Биобиблиографический словарь / Гл. ред. и сост. Д. П. Урсу. Сф., 1999.
  1. 1.0 1.1 Урсу, Д. П.. Айвазов Асан Сабрі uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2001). ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2023