ასან-მირზა ( გ. თებერვალი, 1750) — კახეთის მეფის დავით II-ის (იმამყული-ხანის) მესამე ვაჟი, ირანული ორიენტაციის მომხრე. მხარს უჭერდა თავის ძმას ალექსანდრე ბატონიშვილს (ალი-მირზას) თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ალექსანდრეს დაღუპვის შემდეგ ასან-მირზამ მეფეთა მიმართ ლოიალურ პოლიტიკას დაადგა. შემდეგში ადილ-შაჰმა ირანში გაიწვია, სადაც მეთაურობდა შაჰის გვარდიის ქართულ რაზმებს. 1748 წელს თავისი რაზმებით საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობდა თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის საგარეო ომებში. გარდაიცვალა ყარაბაღზე ლაშქრობის დროს.

ლიტერატურა

რედაქტირება