ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) XVIII ს.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე ბატონიშვილი.

ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (გ. 23 სექტემბერი, 1737) — კახეთის მეფის დავით II (იმამყულია-ხანის) უფროსი ვაჟი, მაჰმადიანური სახელი — ალი-მირზა. 1735 წელს თამაზყული-ხანმა (1736-იდან ნადირ-შაჰი) ქართლ-კახეთის მმართველად დანიშნა, შემდეგ კახეთის ნაიბად. ქართლ-კახეთის მოსახლეობის ანტიირანული გამოსვლების დროს ებრძოდა აჯანყებულებს. 1737 ირანმა გადააყენა. სცადა კახეთში გაბატონება, მაგრამ სპარსულ ტრადიციებზე აღზდრილი, მაჰმადიანი ალექსანდრე ბატონიშვილი ვერ დაუპირისპირდა თეიმურაზ II-ს, იძულებული გახდა შერიგებოდა შაჰს და გაემგზავრა ირანში. იქ მეთაურობდა შაჰის გვარდიის ქართულ რაზმებს. მონაწილეობა მიიღო ნადირ-შაჰის ავღანეთის ლაშქრობაში. დაიღუპა ყანდარზე იერიშის დროს.

ლიტერატურა

რედაქტირება