არჯაკელი
არჯაკელი (ლათ. Lathyrus roseus) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს მტევნებად შეკრებილი ვარდისფერი ყვავილები და გამსხვილებული ფესურა, 30—100 სმ სიგრძის წახნაგოვანი ღერო და წყვილფოთოლაკიანი ფოთლები . გავრცელებულია მცირე აზიაში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. დეკორატიული მცენარეა. არჯაკელის ნორჩი ყლორტებისაგან მხალს ამზადებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 619.