არხილოსკალოს მეორე სამაროვანი

არხილოსკალოს მეორე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ არხილოსკალოს ჩრდილოეთით, ე. წ. სასანთლიანთ გორის ნამოსახლარის სამხრეთით, 300 მეტრში. მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრით. ორმოსამარხები ძლიერ დაუზიანებიათ მიწის სამუშაოების დროს. ის 1986 წელს შეისწავლა იაე ინსტიტუტის აკც-ის კავ-მ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური).

ლიტერატურა

რედაქტირება