სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დოლიძე.

არჩილ (როსტომ) ბიჭიას ძე დოლიძე (დ. 1870, ამაღლება, ოზურგეთის მაზრა, — გ. 1918) — ქართველი რევოლუციონერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1900 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია,სადაც ხელმძღვანელობდა არალეგალურ მარქსისტულ წრეს. 1903 წლიდან იყო რსდმპ წევრი. არაერთხელ დააპატიმრეს პარტიული მუშაობისთვის. პარტიულ მუშაობას ეწეოდა ბათუმში, ქუთაისში, რაჭასა და ლეჩხუმში. 1906-1907 წლებში იყო თბილისის არალეგალურ მუშათა წრეების ლექტორ-პროპაგანდისტი. მონაწილეობდა ლეგალური ბოლშევიკური გაზეთის გამოცემაში. სტოლიპინის რეაქციის წლებში იყო თბილისის ბოლშევიკების ლიტერატურული ბიუროს წევრი. დაეუფლა ექიმ-სტომატოლოგის პროფესიას. პირველი მსოფლიო ომის დროს ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას ჯარისკაცთა შორის, ხოლო 1917 წლიდან კი — გურიის გლეხობაში. იყო რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატი კავკასიიდან. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დააპატიმრა ანტისახელმწიფოებრივი მუშაობის გამო და ქუთაისის ციხეში ჩასვა. ციხეში დაავადდა და გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება