არჩილ ბეგიაშვილი
ექიმი, მეცნიერი.
არჩილ ბეგიაშვილი (დ. 4 თებერვალი, 1958, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ექიმი–ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
არჩილ ბეგიაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 4 თებერვალი, 1958 (66 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ექიმი და მეცნიერი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1982–1993 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის ორდინატორი. 1984–1993 წლებში მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1993 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება დეპრესიის დიაგნოზს, კლინიკას, მკურნალობას.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ანტიდეპრესანტების მკურნალობის შეფასების კლინიკურ–ლაბორატორიული კრიტერიუმები“, დაიცვა 1993 წელს.