დიაგნოზი (ბერძნ. διάγνωσις — „ამოცნობა“, „განსაზღვრა“) — დაავადების თავისებურებებისა და არსის განსაზღვრა ავადმყოფობაზე ყოველმხრივი დაკვირვების საფუძველზე. გარდა ამისა, დიაგნოზი ეწოდება იმ ძირითადი მახასიათებლების აღწერას, რომლებიც ახასიათებს მოცემულ სისტემურ ჯგუფს (ცხოველების ან მცენარეების სახეობა, ცალკეული გვარი და ა. შ.). დიაგნოზის დასმისას ექიმი ხელმძღვანელობს ავადმყოფის სუბიექტური ჩივილით, ანამნეზით, პაციენტის გასინჯვით (კანის საფარის მდგომარეობა, ცხვირ-ხახის ლორწოვანი, სიცხის გაზომვა, პულსი, წნევა და ა. შ.), სამედიცინო-დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგებითა და ავადმყოფობის მომდევნო მიმდინარეობაზე დაკვირვებით.

რადიოგრაფი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა კონკრეტული დაავადების დადგენისას.

სამედიცინო აღნიშვნა: Ds

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“, გვ. 234, თბ. 2007