არშინი
არშინი — სიგრძის საზომი ერთეული, რომელსაც მეტრული სისტემის შემორებამდე იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში (რუსეთი, ბულგარეთი, ავღანეთი, თურქეთი, ირანი). არშინის ზომა სხვადასხვა ქვეყანაშ სხვადასხვა იყო (65.2 სმ-დან 112 სმ-მდე). რუსეთში შემოიღეს XV საუკუნეში. არშინი იყოფოდა ოთხ ჩეტვერტად ან 16 ვერშოკად (გოჯი). თავდაპირველი ზომა იყო 72 სმ, XIX საუკუნის დამდეგიდან 71.12 სმ.
- 1 არშინი=4 ჩეტვერტი;
- 1 არშინი=16 ვერშოკი (გოჯი);
- 1 ჩეტვერტი=4 ვერშოკი (გოჯი);
- 1 არშინი = 72 სმ;
- 1 ჩეტვერტი=18 სმ;
- 1 ვერშოკი (გოჯი)=4.5 სმ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 614.