არშამ I (სომხ. ) — სომხეთის, კომაგენესა დასოფენეს მეფე ერვანდუნების დინასტიიდან დინასტიიდან. არშამმის მმართველობა ძვ. წ. 260 წელს დაიწყო, მან სავარაუდოდ პაპის იერვანდ III მემკვიდრეობა განაგრძო, როგორც სომხეთისა და სოფენეს მეფემ და მამის სამესის მმართველობა, რომელის კომაგენეს სატრაპი იყო. უცნობია, თუ რატომ გარდაიცვალა ორივე მათგანი ერთ წელს, რაც საეჭვოდ გამოიყურება. ცნობილი, რომ სელევკიდების იმპერიას ყოველთვის ცდილობდა სომხეთის დინასტიების დამხობას, რომელთაც ჯერ კიდევ ჰქონდათ წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული მიწები, წინაპრებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ აქემენიანთა იმპერიის დროს მართავდნენ სომხეთში მდებარე მიწებს. მამის სამეფოდან გამოქცეულმა ზიაილასმა თავშესაფარი სწორედ მეფე არშამის სასახლეში ჰპოვა, ხოლო მეფე ნიკომედე I-ის გარდაცვალების შემდეგ ძვ. წ. 254 წელს, იგი კვლავ სამსობლოში დაბრუნდა რათა საკუთარი მემკვიდრეობა მოეთხოვა ბითინიის ტახტზე. არშამ I-ის გარდაცვალების შემდეგ, ძვ. წ. 228 წელს სამეფო ტახტზე მისი ვაჟი ქსერქსე ავიდა.

არშამ I
Արշամ
სომხეთის მეფე
კორონაცია: ძვ. წ. 260
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 260
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 228
წინამორბედი: იერვანდ III
(სომხეთისა და კომაგენეს მეფე)
სამესი
(კომაგენეს სატრაპი)
მემკვიდრე: ქსერქსე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 228
დინასტია: ერვანდუნების დინასტია
მამა: სამესი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება