ნიკომედე I (გ. ძვ. წ. 255) — ბითინიის მეორე მეფე. (დაახლ. ძვ. წ. 279-255 წწ.), დააარსა ნიკომედია (ძვ. წ. 264 წ.). ქვეყნის მთელი ძალები მიმართა მთავარი საფრთხის - სელევკიდების სამეფოს წინააღმდეგ, რომელიც ცდილობდა დაემორჩილებინა მცირე აზიის დამოუკიდებელი ოლქები. გააფართოვა ქვეყნის საზღვრები სამხრეთსა და აღმოსავლეთში. მის დროს დაიწყო ქვეყნის ელინიზაციის პროცესი.

ლიტერატურა

რედაქტირება