არშაკ I (სომხეთი)
არშაკ I (სომხ. Արշակ; გ. 35) — პართიის პრინცი და სომხეთის მეფე I საუკუნეში[1].
არშაკ I | |
---|---|
სომხეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 34 |
მმართ. დასასრული: | 35 |
წინამორბედი: | არტაშეს III |
მემკვიდრე: | მითრიდატე I |
გარდ. თარიღი: | 35 |
მამა: | არტაბან III |
არშაკ I იყო პართიის მეფის, არტაბან III-ისა და მისი უცნობი მეუღლის პირველი ვაჟი[2]. იგი დაიბადა და გაიზარდა პართიის იმპერიაში. მისი სახელი გამომდინარეობს პართიის და პონტოს ურთიერთობისგან. 35 წელს, სომხეთის მეფის არტაშეს III-ის გარდაცვალების შემდეგ არტაბან III-ს უნდოდა, რომ ტახტზე თავისი ვაჟი ასულიყო. არტაბან III-მ სომხეთის მეფედ არშაკ I გამოაცხადა[3]. რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა უარი თქვა არშაკ I-ის სომხეთში მეფობაზე და მის ნაცვლად ეს თანამდებობა იბერიელ მითრიდატეს მიანიჭა, მისი ძმის, ფარსმან I იბერიელის მხარდაჭერით[4]. მიუხედავად იმისა, რომ არშაკ I პრო-რომაელი მონარქი იყო, მისი მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მისი მმართველობის დასაწყისიდან, ერთ წელიწადზე ნაკლები დროის შემდეგ, იგი საკუთარმა მოსამსახურეებმა მოწამლეს[5][6]. არშაკ I-ის გარდაცვალების შემდეგ, არტაბან III-მ თავისი მეორე ვაჟი - ოროდეს I გაამეფა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Chaumont, Armenia between Rome and Iran I: the advent of Augustus to the accession of Diocletian, p.88
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტაციტუსი, Annals of Imperial Rome, 1st century
- R. Grousset, History of Armenia from its origins to 1071, Paris Payot, 1947 (reprinted again in 1984, 1995 & 2008)
- M.L. Chaumont, Armenia between Rome and Iran I: the advent of Augustus to the accession of Diocletian from Aufstieg und Niedergang der Welt Römischen II, 1976
- G. Dedeyan, History of the Armenian people, Privat Toulouse, 2007
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 35 Arsaces is assassinated. iranicaonline.org
- ↑ Tacitus, Annals, 6.31
- ↑ Dedeyan, History of the Armenian people, p.138
- ↑ Grousset, History of Armenia from its origins to 1071, p.105
- ↑ Tacitus, Annals, 6.33
- ↑ Chaumont, Armenia between Rome and Iran I: the advent of Augustus to the accession of Diocletian, p.88