არქიტე (/ˈɑːrkɪtəs/; ბერძ. Ἀρχύτας; 428–347 ძვ. წ.) — ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, პოლიტიკოსი და სტრატეგი. ის იყო მეცნიერი, პითაგორიანიზმის სკოლის წარმომადგენელი. ამასთან ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის ახლო მეგობარი.

არქიტე
ძვ. ბერძნ. Ἀρχύτας ὁ Ταραντίνος

ბიუსტი პაპირუსის ვილიდან, ჰერკულანუმი. ერთი ვერსიით ეკუთვნის არქიტეს, მეორე ვერსიით პითაგორას.
დაბ. თარიღი 428 ძვ. წ.
დაბ. ადგილი ტარანტო, დიდი საბერძნეთი
გარდ. თარიღი 347 ძვ. წ. (80-81 წლის)
გარდ. ადგილი Taras
საქმიანობა მათემატიკოსი[1] , ფიზიკოსი[1] , ფილოსოფოსი[1] , მუსიკოლოგი[1] , ინჟინერი[1] და პოლიტიკოსი
ალმა-მატერი პითაგორიანიზმი
განთქმული მოსწავლეები ევდოქსე კნიდოსელი
გავლენა მოახდინეს
გავლენა მოახდინა

ცხოვრება და შემოქმედება

რედაქტირება

არქიტე დაიბადა ტარანტოში, საბერძნეთში. ის იყო მნესაგორა ჰისტიაუსის ვაჟი. გარკვეული პერიოდი ის იყო ფილოლაუსის მოსწავლე, და ამასთან ასწავლიდა მათემატიკას ევდოქსე კნიდოსელს. არქიტესა და ევდოქსეს მოსწავლე იყო was მენაქმე. როგორც პითაგორიანელმა, არქიტეს სჯეროდა, რომ მხოლოდ არითმეტიკა, და არა გეომეტრიას, შეუძლია შექმნას მეცნიერული საფუძვლები.[2]

არქიტე მიჩნეულია მატემატიკური მექანიკის ფუძემდებლად.[3] ხუთი საუკუნის შემდეგ აულუს გელიუსი საკუთარ ნაწარმოებში წერს, რომ არქიტემ შექმნა პირველი ხელოვნური საფრენი აპარატი, რომელიც ფრინველის ფრენის სტილს მეტად ჰგავდა. მისი თქმით ამ აპარატით შესაძლებელი იყო 200 მეტრის გაფრენა.[4][5] ეს მოწყობილობა, რომელსაც შემქმნელმა უწოდა „მტრედი“.[6][7] არქიტემ დაწერა წიგნებიც, რომლებიც დღეს დაკარგულია, სი მოხსენებულია ვიტრუვიუსის მიერ შედგენილ სიაში, რომელშიც შეყვანილია მექანიკის სფეროში მოღვაწე ოცი ავტორი[8] თომას ვინთერი მიიჩნევს, რომ არქიტეს, არისტოტელეს ფსევდო მიმდევრის მიერ შექმნილი ნაწარმოები მნიშვნელოვანი მასალის შემცველია მექანიკის პრობლემებთან დაკავშირებით. ეს ნამუშევარი არ არის დაკარგული, თუმცა დაუფასებელია.[9]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • von Fritz, Kurt (1970). „Archytas of Tarentum“. Dictionary of Scientific Biography. 1. New York: Charles Scribner's Sons. pp. 231–233. ISBN 0-684-10114-9. on line [1]
  • Huffman, Carl A. Archytas of Tarentum, Cambridge University Press, 2005, ISBN 0-521-83746-4

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Deutsche Nationalbibliothek Record #118645617 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Morris Kline, Mathematical Thought from Ancient to Modern Times Oxford University Press, 1972 p. 49
  3. Laërtius 1925, § 83: Vitae philosophorum
  4. Aulus Gellius, "Attic Nights", Book X, 12.9 at LacusCurtius დაარქივებული 2012-07-13 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
  5. ARCHYTAS OF TARENTUM, Technology Museum of Thessaloniki, Macedonia, Greece დაარქივებული December 26, 2008, საიტზე Wayback Machine.
  6. Modern rocketry[მუდმივი მკვდარი ბმული]
  7. Automata history. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-12-05. ციტირების თარიღი: 2018-08-19.
  8. Vitruvius, De architectura, vii.14.
  9. Thomas Nelson Winter, "The Mechanical Problems in the Corpus of Aristotle," DigitalCommons@University of Nebraska - Lincoln, 2007.