არქიელი
არქიელი (ბერძ. archiereus) — უმაღლესი სამღვდელოების წარმომადგენელი, მღვდელმთავარი მართლმადიდებლურ ეკლესიაში. არქიელად იწოდება ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი, მიტროპოლიტი, რომელთაც ექვემდებარებიან არახელისუფალი სამღვდელოების წარმომადგენლები, მღვდლები (იერეი) და სხვა. ქართულ საეკლესიო წყობილებაში არქიელის წოდებას შეესატყვისება „მღვდელმთავარი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 600.