არფაქსად იოთამის ძე
არფაქსად იოთამის ძე — XVI საუკუნის II ნახევრის ჯავახი ფეოდალი.
მოხსენიებულია ალასტნის ჭალთა წმ. გიორგის მონასტერში გადაწერილი მეტაფრასის ერთ-ერთი მინაწერში, როგორც „მჴნე, ახოვანი, სახელოვანი, სახელგანთქმული და სიყრმითგან მრავალჯერ გამარჯვებული“, ასევე „მესხური დავითნის მატიანეში“. ცოლად ჰყოლია „მეფეთმეფის ასული, პატრონი თამარ“. ფლობდა ხერთვისსა და კიდევ 5 ციხე-სიმაგრეს სამცხეში, სავარაუდოდ, ალასტანსაც, რომლებიც მან 1578 წელს ოსმალებს ჩააბარა. მკვლევართა აზრით, არფაქსადი შესაძლოა მიეკუთვნებოდეს ამატაკისშვილთა (ქ. შარაშიძე) ან შალიკაშვილთა (თ. ჯოჯუა) ფეოდალურ სახლს. უკანასკნელი ვარაუდის სისწორის შემთხვევაში მისი მამა იოთამი ვახუშტ-ყოფილი ვასილიოს შალიკაშვილისა და ქეთაონ-ყოფილი ქრისტინეს (გიორგი VIII-ის ასული) უფროსი ვაჟი ყოფილა.
ლიტერატურა
რედაქტირება- XVI საუკუნის I ნახევარში ალასტნის ჭალთა წმ. გიორგის მონასტერში გადაწერილი მეტაფრასი (A-613//S5226) და მისი ანდერძ-მინაწერები (მასალები ჯავახეთის სამწიგნობრე ისტორიისათვის) დაარქივებული 2014-04-07 საიტზე Wayback Machine. / თემო ჯოჯუა // ქართული წყაროთმცოდნეობა. - თბილისი, 2011/2012. - ISSN: 1987-9563. - [ტ.] XIII-XIV. - გვ.103-152.