არტურ მესჩიანი
არტურ მესჩიანი (სომხ. Արթուր Մեսչյան; დ. 3 მარტი, 1949) — სომეხი არქიტექტორი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, პოეტი, მომღერალი და მხატვარი. ასევე ცნობილია, როგორც სომხური როკის ფუძემდებელი. [1] ის იყო მუსიკალური ჯგუფის, Apostles-ის დამფუძნებელი და წამყვანი მომღერალი, 1968 და 1979 წლებს შორის. აღნიშნული ჯგუფი პირველი როკ-ჯგუფია, რომელმაც საბჭოთა კავშირის მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში, პირველად შეასრულა სიმღერები საკუთარ ენაზე. ის არის სხვადასხვა არქიტექტურული პროექტების ავტორი, მათ შორის არის სასტუმრო სახლის და სომხეთის მუზეუმის, მატენადარანის ახალი შენობის არქიტექტორი.
არტურ მესჩიანი | |
---|---|
დაიბადა | 3 მარტი, 1949 ერევანი, სომხეთი, სსრკ |
ეროვნება | სომეხი |
საქმიანობა | მუსიკოსი, არქიტექტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაცნობილი სომეხი არქიტექტორი და მუსიკოსი არტურ მესჩიანი, დაიბადა 1949 წლის 3 მარტს, ერევანში, სომხეთში. იგი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული მუსიკითა და ხელოვნებით. სიმღერებს მღეროდა უნგრული ენით დაწყებული, ინგლისურით დამთავრებული. შვიდი წლის ასაკში მან ვიოლინოსა და ფორტეპიანოს გაკვეთილებზე სიარული დაიწყო, ა. სპენდიარიანის სახელობის მუსიკალურ სკოლაში. სწორედ ამ წლებში შეუდგა მომავალი მუსიკოსი სიმღერების წერას, მესჩიანი ასევე შეუერთდა ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის აკადემიის გუნდს. 1973 წელს იგი მცირე დროის განმავლობაში იყო დედათა საყდრის წმინდა ეჯმიაძინის გუნდის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდში იგი 1 წელიც არ ყოფილა, მან დიდი გავლენა მოახდინა მესჩინის მუსიკალურ შემოქმედებაზე. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს დაწერა რამდენიმე შედევრი, ამ სიმღერებს შორისაა: „სად იყავი, ღმერთო?“, „ნება“ და „მოხუცი“. 1965 წელს მან ნომერ 122-ე საშუალო სკოლის აუდიტორიაში პირველად შეასრულა თავისი სიმღერა, „სად იყავი, ღმერთო?“, მისჩის ეს სიმღერა მაშინ ძალიან პოპულარული იყო. 1966 წელს ჩაირიცხა სომხეთის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე.
1967 წელს მესჩიანმა, მეგობრებთან, ლევონ მელიქიანთან და გრიგორი ნალბანდიანთან ერთად, დააარსა როკ-ჯგუფი, რომლისთვის თავდაპირველად სახელი არ დაურქმევიათ. ჯგუფს უბრალოდ უწოდებდნენ „არქიტექტურის დეპარტამენტის ბენდს“. 1967 წლის შემდგომი კონცერტების სერიის ჩატარების შემდეგ, ჯგუფმა ახალგაზრდებში დიდი პოპულარობა ჰპოვა და მათი მხრიდან მოწონებებიც დაიმსახურა. იმ დროის აყვავებულ როკთან, სომხური სულიერი მუსიკის შერწყმით, ჯგუფმა საოცარი შთაბეჭდილება დატოვა მსმენელზე. ამის გამო, პარტიის ცენტრალურ კომიტეტში აქტივისტებმა გამოთქვეს შეშფოთება ჯგუფის წარმატების შესახებ. კომიტეტმა ჩაატარა ანტი-მესჩიანური კამპანია, რომელიც მას ანტისაბჭოთა პროპაგანდაში ადანაშაულებდა. უმეტესწილად, სწორედ ამ სახელის გამო, ჯგუფს მოგვიანებით დაერქვა „მოციქულები“. როკ-ჯგუფის წინააღმდეგ გამართულ კამპანიებს, ჯგუფის წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია. 1970-იანი წლების დასაწყისში მესჩიანმა შექმნა პირველი სომხური როკ ოპერა, „გიჟური თავშესაფარი“, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჯგუფის პოპულარიზაციაში. ამის შემდეგ ჯგუფმა დაიწყო კონცერტების ჩატარება მრავალ უნივერსიტეტსა და ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა გიუმრი, მოსკოვი, ერევანი და ტალინი. 1971 წელს მესჩინი შესანიშნავი გამოსვლით წარსდგა სსრკ-ს მიერ გამართულ ფესტივალზე, პოლონეთში, რომელშიც ახალგაზრდა მუსიკოსები იღებდნენ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ როკ-ჯგუფმა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში დაიწყო კონცერტების ჩატარება, ისინი ყოველთვის ერთგულები იყვნენ თავიანთ მშობლიური, სომხური ენით.
1972 წელს მესჩიანმა წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ სომეხთა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში გავრცელებული ანტიმესჩიური კამპანიების გამო, მას ორი წელი დასჭირდა არქიტექტორის პოზიციაზე სამსახურის პოვნა. 1974 წელს მესჩიანი დასაქმდა სომხეთის სამთავრობო პროექტში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში. 1973 წელს მცირე დროის განმავლობაში შეუერთდა დედათა საყდრის წმინდა ეჯმიაძინის გუნდს, სადაც იგი გაეცნო სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოს ვაზგენ I-ს, რომელმაც მისჩიანს სომეხთა გენოციდის მოწამეებისადმი რეკვიემის დაწერა დაავალა. მუშეღ იშხანის ნებართვით მესჩიანმა თავისი ლექსები გამოიყენა რეკვიემის დასაწერად. 1975 წელს მესჩიანმა პირველად შეასრულა თავისი რეკვიემი დედათა წმიდა ეჯმიაძინში, ხოლო კათალიკოსის მხარდაჭერით, მოგვიანებით ჩაწერა შედევრი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არტურ მესჩიანის ბიოგრაფია დაარქივებული 2021-11-27 საიტზე Wayback Machine.
- არტურ მესჩიანის youtube არხი
- ოფიციალური საიტი
- არტურ მესჩიანი: სინდისის ხმა, ემა გრიგორიანის მიერ, გაზეთი "ნოევი კოვჩეგი", მოსკოვი, #120, 2007, რუსულად დაარქივებული 2017-09-18 საიტზე Wayback Machine.
- დაბრუნება (არტურ მესჩიანი) (ბლოგსპოტი)
- არტურ მესჩიანი და მოციქულები, სიმონ სიმონიანის მიერ, რაზბირატი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Arthur Meschian: The Voice of Conscience, by Emma Grigoryan, "Noev Kovcheg" newspaper, Moscow, #120, 2007, in Russian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-18. ციტირების თარიღი: 2021-10-01.