არტემ ბალახაშვილი
არტემ ბალახაშვილი (ალიკა) (დ. 30 ივნისი, 1986 — გ. 11 აგვისტო, 2008) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაარტემ ბალახაშვილი დაიბადა სოფელი უდეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. სწავლობდა ახალციხის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტზე 2004-2008 წლებში. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქუთაისის მესამე ბრიგადის 31–ე ბატალიონში კონტრაქტით მსახურობდა. 11 აგვისტოს ცხინვალთან ახლოს, ბროწლეთში, ღამით კასეტური ბომბით დაიღუპა. მის მშობლიურ სოფელში ყოველ წელს ფეხბურთში „ალიკას“ სახელობის ტურნირი ტარდება. კაპრალი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 2008 - მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ (გარდაცვალების შემდეგ)
ლიტერატურა
რედაქტირებაგმირი: 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი, ნაწ. 1, წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი და სხვ. თბ., 2010 გვ. 331.