არნოლდ ზისერმანი (გერმ. Arnold Sissermann; რუს. Арнольд Львович Зиссерман) (დ. 23 ნოემბერი, 1824, კამიანეც-პოდილსკი, ახლანდ. ხმელნიცკის ოლქი, უკრაინა, — გ. 4 სექტემბერი, 1897, სოფ. ლუტოვინოვო, ახლანდ. ტულის ოლქი, რუსეთი) — გერმანული წარმოშობის რუსი სამხედრო ისტორიკოსი, მემუარისტი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1863).

დაიბადა რუსეთში მომსახურე გერმანელი სამხედრო ექიმის ოჯახში. 1842 წელს, 18 წლის ასაკში საკუთარი თხოვნის საფუძველზე ჩაირიცხა სამოქალაქო სამსახურში კავკასიაში. მუშაობდა საქმისმწარმოებელად თბილისსა და თიანეთში. 1849 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში, მათ შორის, ღუნიბის იერიშში (1859). კავკასიაში 25-წლიანი სამსახურის პერიოდში შეისწავლა ქართული ენა, ბევრს მოგზაურობდა, გამოაქვეყნა არაერთი სტატია და მოგონება იმდროინდელი კავკასიის შესახებ, მათ შორის, „ოცდახუთი წელი კავკასიაში — 1842-1867“. 1867 წელს თადარიგში გავიდა. სიცოცხლის უკანასკნელი წლებში ტულის გუბერნიაში, საკუთარ მამულში გაატარა.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Двадцать пять лет на Кавказе. 1842—1867: в 2-х частях (СПб., 1879).
  • История 80-го пехотного Кабардинского генерал-фельдмаршала князя Барятинского полка. 1726—1880: в 3-х томах (СПб., 1881).
  • Фельдмаршал князь Александр Иванович Барятинский (М., 1888—1891).

ლიტერატურა რედაქტირება

  • არნოლდ ლ ზისერმანის წიგნი „ოცდახუთი წელიკავკასიაში — 1842-1867“ // პიტერ ფ. სკინერი / ქართველოლოგი, № 27; - 2018.
  • Зиссерман, Арнольд Львович // [Елисавета Петровна — Инициатива]. — СПб. ; [М.] : Тип. т-ва И. Д. Сытина, 1912. — С. 522. — (Военная энциклопедия : [в 18 т.] / под ред. К. И. Величко … [и др.] ; 1911—1915, т. 10).
  • Зиссерман, Арнольд Львович // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890. — Т. Ia. — С. 797.