ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არნე ტისელიუსი (შვედ. Arne Wilhelm Kaurin Tiselius; დ. 10 აგვისტო 1902, სტოკჰოლმი — გ. 29 ოქტომბერი 1971, უფსალა) — შვედი ბიოქიმიკოსი, შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და მისი პრეზიდენტი 1956 წლიდან. ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში (1948 წელი). პრემია მიენიჭა ელექტროფორეზისა და ადსორბციული ანალიზის შესწავლისათვის კერძოდ სისხლის შრატის ცილების კომპლექსური ბუნების აღმოჩენისათვის[19].

არნე ტისელიუსი
შვედ. Arne Wilhelm Kaurin Tiselius
დაბ. თარიღი 10 აგვისტო, 1902(1902-08-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი სტოკჰოლმი[9]
გარდ. თარიღი 29 ოქტომბერი, 1971(1971-10-29)[9] [1] [2] [3] [4] [5] [6] [8] (69 წლის)
გარდ. ადგილი Helga Trefaldighet[10]
დასაფლავებულია უფსალის ძველი სასაფლაო[11]
მოქალაქეობა  შვედეთი
საქმიანობა ბიოქიმიკოსი, ქიმიკოსი[12] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი უფსალის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი უფსალის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები რობერტ უილიამსი
ჯილდოები ბიერკენის პრემია, ნობელის პრემია ქიმიაში[13] [14] , doctor honoris causa from the University of Paris[15] , ასწლეულის პრემია, ავგუსტ ვილჰელმ ჰოფმანის მედალი[16] , ფრანკლინის მედალი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[17] და doctor honoris causa from the University of Lyon[18]

ბიოგრაფია

რედაქტირება

არნე ვილჰელმ კაურინ ტისელიუსი დაიბადა სტოკჰოლმში 1902 წლის 10 აგვისტოს ჰანს აბრაჰამ იისონ ტისელიუსისა და როზა კაურინის ოჯახში. არნეს დედა ნორვეგიის ცენტრში მდებარე მთის მრევლის წინამძღვარი იყო.

არნე სწავლობდა გიმნაზიაში, რომლის დირექტორიც მისი პაპა იყო. გიმნაზიაში დოქტორმა ლიუდვიგ იოჰანსონმა, რომელიც ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელი იყო, ყურადღება გაამახვილა ტისელიუსის შესაძლებლობებზე ქიმიაში. იოჰანსონმა გადასცა ტისელიუსს სკოლის ლაბორატორიის პირადი გასაღები, რათა ბიჭს გაკვეთილების შემდეგ იქ ეწარმოებინა თავისი კვლევები. ძალიან მალე არნემ გამოაცხადა, რომ სურდა სწავლა გაეგრძელებინა უფსალაში თეოდორ სვედბერგის ხელმძღვანელობით. ოჯახის მეგობრების ფინანსური მხარდაჭერით 1921 წელს იგი ჩაირიცხა უფსალის უნივერსიტეტში. სამწლიანი სწავლის შემდეგ მან მიიღო პირველი ხარისხი ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში. იმისათვის რომ გამოემუშავებინა მცირე თანხა, იგი დამატებით მუშაობდა უნივერსიტეტის მეტეოროლგიური ინსტიტუტის ასისტენტად. ეს პოზიცია მან 1925 წლამდე შეინარჩუნა, რის შემდეგაც გახდა ასისტენტ-მკვლევარი ფიზიკურ ქიმიაში, მისი ხელმძღვანელი კი იყო თეოდორ სვედბერგი. 1930 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1938-1968 წლებში ტისელიუსი იყო უფსალის უნივერსიტეტის ბიოქიმიის პროფესორი და ბიოქიმიური ინსტიტუტის დირექტორი.

1971 წლის 28 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში არნე ტისელიუსმა გადაიტანა გულის მძიმე შეტევა. მეორე დღეს დილით იგი გარდაიცვალა.

ტისელიუსის მამა გვარი მიიღო ბებიისგან, მისის იოჰანსენისაგან (დაბადებით ტისელი). რამდენიმე მისი წინაპარი სამეცნიერო წრის წარმომადგენელი იყო, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობდნენ მეცნიერებას, განსაკუთრებით კი — ბიოლოგიას. XVII საუკუნის დასასრულს ამ ოჯახმა შეისწავლა ღვთისმსახურება, ხოლო XVIII საუკუნისთვის ისინი იყვნენ ფაბრიკებისა და ფერმების მფლობელები.

ტისელიუსის მამა მუშაობდა სტოკჰოლმის საგადასახადო კომპანიაში. ჰქონდა უფსალის უნივერსიტეტის ხარისხი მათემატიკაში. მის პაპას, ნილს აბრაამ იოჰანსონს და ასევე პაპის ძმას ჰქონდათ ასევე უფსალის უნივერსიტეტის ხარისხი მათემატიკასა და ბიოლოგიაში. ნილს აბრაამ იოჰანსონი იყო უფსალის მათემატიკის დოცენტი, მოგვიანებით გადავიდა გეტებორგში, სადაც დაიწყო ლექტორობა, ხოლო შემდეგ გახდა ცნობილი გიმნაზიის დირექტორი.

1906 წელს ჰანს ტისელიუსის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ, მისის ტისელიუსმა არნე და მის პატარა და წაიყვანა გეტებორგში, სადაც ცხოვრობდნენ არნეს ბებია და ბაბუა და ოჯახის რამდენიმე მეგობარი.

1930 წელს არნე ტისელიუსი დაქორწინდა ჰერტა დალენზე. მათ შეეძნათ გოგონა და ვაჟი. გოგონა ევა ცოლად გაჰყვა ტორგნი ბოლინს, რომელიც იყო ბერგენის (ნორვეგია) პროფესორი. ბიჭი, პერი, სწავლობდა მედიცინას და გახდა რევმატოლოგიის სპეციალისტი.

1979 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა არნე ტისელიუსის სახელი მიანიჭა კრატერს, მთვარის მეორე მხარეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Farber Е., Nobel prize winners in chemistry 1901—1950, N. Y., 1953.
  • Abderhalden E., Die Methoden zur Bestimmung der Beweglichkeit und der Ladung kolloider Teilchen. In Handbuch der biologischen Arbeitsmethoden, vol. IIIB, pp. 629—678,1927.
  • The moving boundary method of studying the electrophoresis of proteins, Nova Acta R. Soc. Scient. Upsal., V. 7, no. 4, 1-107, 1930/
  • Uber den Einfluss der Ladung auf die Sedimentationsgeschwindigkeit von Kolloiden, besonders in der Ultrazentrifuge, Kolloidzeitschrift, V. 59, 306—309, 1932.
  • Matningar av proteiners elektrofores. Forh. 4 nord. Kem. Mot, pp. 252-25, 1933.
  • Svedberg T., Colloid chemistry. Revised and enalarged in collaboration with Arne Tiselius., N. Y., 1928.
  • Kekwick R.A., Arne Tiselius. 1902—1971., 1974.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Czech National Authority Database
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen
  9. 9.0 9.1 Тиселиус Арне // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. http://www.svenskagravar.se/gravsatt/64724621Svenskagravar.se.
  11. https://www.svenskagravar.se/gravsatt/3d0752db-54e7-49e2-b20d-133474f29608Svenskagravar.se.
  12. NNDB — 2002.
  13. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/1948/
  14. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  15. L'université de Paris fera samedi sa rentrée solennelle / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 1948. — P. 8. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
  16. https://en.gdch.de/gdch/prizes-and-awards/gdch-awards/august-wilhelm-von-hofmann-commemorative-medal.html
  17. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 354.
  18. https://www.legifrance.gouv.fr/jorf/jo/id/JORFCONT000000017796
  19. ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიაში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-20. ციტირების თარიღი: 2019-04-20.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არნე_ტისელიუსი“-დან