არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი (დ. 18 იანვარი, 1970, ბათუმი) — ქართველი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, ფილოსოფოსი.
არმაზ ახვლედიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 იანვარი, 1970 |
დაბადების ადგილი | ბათუმი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1991 წელს დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი პოლიტოლოგის სპეციალობით და 1994 წელს ასპირანტურა. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არმაზ ახვლედიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- არმაზ ახვლედიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020.