არისტოკატები (ინგლ. The Aristocats) — Walt Disney Productions-ის 1970 წლის ანიმაციური ფილმი, Buena Vista Distribution-ის დისტრიბუციით. რიგით მეოცე დისნეის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების სერიაში, ეს ნამუშევარი ეფუძნება ტომ მაკ-გოუენის და ტომ როუს მიერ შექმნილ ამბავს. სიუჟეტით, არისტოკრატული წარმოშობის კატებს ეხმარებიან ქუჩის კატები, მას შემდეგ, რაც კნუტებს იტაცებს მსახური, რომელიც ცდილობს, ასეთი გზით მიითვისოს მათთვის ანდერძით დატოვებული ქონება. ფილმში როლებს ახმოვანებენ ფილ ჰარისი, ევა გაბორი, ჰერმიონ ბედელი, დინ კლარკი, სტერლინგ ჰალოუეი, სკეტმენი კროზერსი და როდი მოუდ-როქსბი.

„არისტოკატები“
რეჟისორი ვოლფგანგ რაითერმანი
პროდიუსერი უინსტონ ჰიბლერი
ვოლფგანგ რაითერმანი
ეფუძნება „არისტოკატები“, ტომ მაგ გოუენი და ტომ როუ
ისტორია კენ ანდერსონი
ლარი კლემონსი
ერიკ კლეუორთი
ვენს გერი
ჯულიუს სვენდსენი
ფრენკ თომასი
რალფ რაიტი
როლებში ფილ ჰარისი
ევა გაბორი
ჰერმიონ ბედელი
გერი დაბინი
დინ კლარკი
სტერლინგ ჰალოუეი
როდი მოუდ-როქსბი
ლიზ ინგლიში
მუსიკა ჯორჯ ბრანსი
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი Buena Vista Distribution
პრემიერა 11 დეკემბერი 1970 (პრემიერა)
24 დეკემბერი, 1970 (ფართო მასშტაბით)
ხანგრძლივობა 78 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 4 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 55.7 მილიონი აშშ დოლარი[2]

არისტოკატები 1970 წლის დეკემბერში გამოვიდა და იყო კომერციულად წარმატებული.

მუსიკა რედაქტირება

  • The Aristocats
  • Scales and Arpeggios
  • Thomas O'Malley Cat
  • Ev'rybody Wants to Be a Cat
  • She Never Felt Alone
  • Ev'rybody Wants to Be a Cat (რეპრიზა)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Magical Kingdoms. Magical Kingdoms (1970-12-24). ციტირების თარიღი: 2012-11-27.
  2. The Aristocats, Box Office Information. The Numbers. ციტირების თარიღი: January 10, 2012.