არვადი
არვადი — ძველი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფო ჩრდილოეთ ფინიკიაში.
ისტორია
რედაქტირებაპირველად იხსენიება ძვ. წ. XV საუკუნის ეგვიპტურ წყაროებში. ძვ. წ. XIV საუკუნეში განთქმული იყო ფლოტით. ჰქონდა კავშირი ხეთებთან და მტრული დამოკიდებულება ეგვიპტესთან. ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში ემორჩილებოდა ასურეთს. ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოდან დაიმორჩლა ბაბილონმა. ძვ. წ. V სუაკუნიდან არვადში იჭრებოდა მონეტა. აქემენიანთა იმპერიაში სარგებლობდა ავტონომიით. ძვ. წ. 332 წელს მიემხრო ალექსანდრე მაკედონელს. ელინისტურ-რომაულ პერიოდში, ძვ. წ. 259 წლიდან სარგებლობდა თვითმმართველობის უფლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 562.