არეცო
არეცო — ქალაქი და კომუნა ცენტრალურ იტალიაში, არეცოს პროვინციის დედაქალაქი, მდებარეობს ტოსკანაში, მდინარე არნოს ნაპირზე, ფლორენციიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 80 კმ, ზღვის დონიდან 296 მეტრის სიმღლეზე. არეცო ცნობილია ძვ. წ. IV საუკუნიდან. დაარსებულია ეტრუსკების მიერ. მოსახლეობა 341 766 ადამიანი (2020).
არქიტექტურარედაქტირება
არეცო მდიდარია ხელოვნების ძეგლებით. სანტა მარია დელა პიევეს ეკლესია XII-XIII საუკუნისაა. მის საკურთხეველში ინახება პ. ლორენცეტის მრავალკარედი ხატი. მნშვნელოვანი ძეგლია XIII-XIV საუკუნეების რომანულ-გოტიკური ტაძარი. 1275 წელს აშენებულ სან-დომენიკოს გოტიკურ ეკლესიაში დაცულია ჩიმაბუეს ჯვარცმა. 1322 წლის გოტიკურ სან-ფრანჩესკოს ტაძარშ დაცულია პიეტრო დელა ფრანჩესკას ფრესკების ციკლი. 1375-1377 წლებს განეკუთვნება პალაცო დელა ფრატერნიტა დეი ლაიჩი, რომელიც გაფართოებულია ბერნარდო როსელინოს მიერ XV საუკუნეში. სანტა მარია დელე გრაციეს ეკლესია (არქ. ბენედეტო დი მაიანო) აშენებულია XIII-XIV საუკუნეებში, პალაცო დელე ლოჯე (არქ. ჯ. ვაზარი) აშენებულია 1573-1581 წლებში. არეცოშია ჯ. ვაზარის სახლი, არქეოლოგიური და სამხატვრო მუზეუმები.
ცნობილი ადამიანებირედაქტირება
- ფრანჩესკო პეტრარკა – პოეტი.
- ჯორჯო ვაზარი – მხატვარი, არქიტექტორი, ბიოგრაფი.
- ფრანჩესკო რედი – ფიზიკოსი.
- რობერტო ბენინი – მსახიობი, რეჟისორი.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 562.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- არეცო, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ოფიციალური საიტი (იტალიური)
- Information about Arezzo and province (იტალიური)
- Giostra del Saracino official web site დაარქივებული 2021-02-12 საიტზე Wayback Machine. and Photos of Arezzo and the Joust დაარქივებული 2009-02-05 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Porta Crucifera's Knights (ინგლისური)